• გასტრო გიდი

    შეფები

    რჩევები

    რეცეპტები

  • რესტოგიდი

    რესტორნები

  • ბორჯომი კერძებთან

  • გასტრონომიული ღონისძიებები

სალათა საქონლის სუკით, ფერმენტირებული ნიახურის ბოლქვით და პირშუშხას მუსით

არომატულ მარინადში მომზადებული საქონლის სუკი, ფერმენტირებული ნიახურის ბოლქვით და პირშუშხას მსუბუქი მუსით, ჩვენი სტუმრების ერთ-ერთი საყვარელი სტარტერია.

სალათა საქონლის სუკით, ფერმენტირებული ნიახურის ბოლქვით და პირშუშხას მუსით

მომზადების დრო

60+ წუთი

სირთულე

საშუალო

კალორიები

500+ კალორია

საჭმლის ტიპი

მთავარი კერძი

ბორჯომის მინერალური წყალი
ბორჯომის მინერალური წყალი

უხდება

ბორჯომის მინერალური წყალი

ილია ბენაშვილი

რეცეპტის ავტორი

ილია ბენაშვილი

სალათა საქონლის სუკით, ფერმენტირებული ნიახურის ბოლქვით და პირშუშხას მუსით

ინგრედიენტები

საქონლის სუკის მარინადი

საქონლის სუკი

100 გრამი

ვორჩესტერის სოუსი

10 გრამი

შავი პილპილის მარცვლები

2 გრამი

მარილი

2 გრამი

ზეთი

10 გრამი

ნიორი

5 გრამი

ფერმენტირებული ნიახურის ბოლქვი

ნიორი

25 გრამი

ქინძი

40 გრამი

ნიახურის ბოლქვი

1 კილოგრამი

წყალი

2.5 ლიტრი

ძმარი

250 მილილიტრი

მარილი

110 გრამი

შაქარი

80 გრამი

კურკუმა

35 გრამი

პირშუშხას მუსი

კრემ-ყველი

100 გრამი

მაღალპროცენტიანი ნაღები (26%+)

30 გრამი

პირშუშხა პასტა

15 გრამი

მარილი

1 მწიკვი

პორციის აწყობა

პირშუშხას მუსი

130 გრამი

ფერმენტირებული ნიახური

30 გრამი

ჯონჯოლი

6 გრამი

საქონლის სუკი

120 გრამი

წიწმატი

20 გრამი

კახური ზეთი

1 რამდენიმე

საფეხური

droplet

1

chef

საქონლის სუკი მოათავსეთ ვაკუუმ პაკეტში მარინადის ინგრედიენტებთან ერთად.
მოამზადეთ სუვიდის აპარატში 63°C ტემპერატურაზე 17–20 წუთის განმავლობაში.
მომზადების შემდეგ გააცივეთ და დაჭერით 3–5 მმ სისქის თხელ ნაჭრებად.
შეინახეთ მაცივარში საკუთარი მარინადის სოუსში.

საფეხური

droplet

2

chef

ნიახურის ბოლქვი დაჭერით 1.5 მმ სისქის ნაჭრებად.
ქვაბში გააცხელეთ წყალი, დაამატეთ მარილი, შაქარი, ძმარი, კურკუმა, ნიორი და ქინძის ღერო. მიიყვანეთ ადუღებამდე.
დაჭრილი ნიახური ჩააწყვეთ მინის ქილებში და დაასხით ცხელი მარინადი.
დახურეთ და დატოვეთ 36–48 საათით ფერმენტაციისთვის.

საფეხური

droplet

3

chef

ნაღები ამოიყვანეთ მსუბუქ ქაფად.
ცალკე გათქვიფეთ კრემყველი, შემდეგ ფრთხილად შეურიეთ ნაღები.
დაამატეთ პირშუშხას პასტა და მარილი გემოვნებით.
თეფშზე პირველ რიგში განათავსეთ პირშუშხას მუსი.
ზედ დაალაგეთ თხლად დაჭრილი საქონლის სუკი.
დაამატეთ ფერმენტირებული ნიახური და ჯონჯოლი.
მოაყარეთ წიწმატი და ბოლოს მოასხით კახური ზეთი.

სერვირება

droplet

4

chef

თეფშზე პირველ რიგში განათავსეთ პირშუშხას მუსი.
ზედ დაალაგეთ თხლად დაჭრილი საქონლის სუკი.
დაამატეთ ფერმენტირებული ნიახური და ჯონჯოლი.
მოაყარეთ წიწმატი და ბოლოს მოასხით კახური ზეთი.

კომენტარები

Most Recent

ნავიგაცია

  • ხშირად დასმული კითხვები
  • ჩვენს შესახებ
  • პერსონალური მონაცემების დამუშავება
  • წესები და პირობები

ლინკები

  • გახდი ბორჯომის დისტრიბუტორი
  • უკუკავშირი

Developed By Leavingstone

Developed By Leavingstone