საახალწლო ტარტი გოგრის კურდით
ეს საახალწლო ტარტი, გოგრის არომატული კრემით, ხრაშუნა ძირითა და ფაფუკი მერინგით, სადღესასწაულო სუფრას განსაკუთრებულად დაამშვენებს.

მომზადების დრო
60+ წუთი
სირთულე
საშუალო
კალორიები
500+ კალორია
საჭმლის ტიპი
დესერტი


უხდება
ბორჯომის მინერალური წყალი

ინგრედიენტები
ულუფა :
ტარტის ცომი
კარაქი
115 გრამი
დაფქული შაქარი
0.08 გრამი
ნუშის ფქვილი
0.03 გრამი
სიმინდის სახამებელი
0.02 გრამი
კვერცხი
0.05 გრამი
მარილი
0.001 გრამი
ფქვილი
0.2 გრამი
გოგრის კურდი
გამომცხვარი გოგრის რბილობი
150 გრამი
ფორთოხლის წვენი
0.04 გრამი
კვერცხი
0.2 გრამი
შაქარი
140 გრამი
კარაქი
0.08 გრამი
ჯელატინის ფირფიტა
0.002 გრამი
მერინგი
კვერცხი
0.05 გრამი
შაქარი
125 გრამი
წყალი
0.04 გრამი
საფეხური

1

კარაქი და მარილი ათქვიფეთ, ვიდრე კრემისებრ მასას არ მიიღებთ.
დაამატეთ შაქარი, ნუშის ფქვილი და სიმინდის სახამებელი. შეურიეთ კვერცხი, დაამატეთ ფქვილი და გადაზილეთ სამუშაო ზედაპირზე.
კარგად გადაზელილი ცომი დაასვენეთ 1 საათით მაცივარში.
გაიყვანეთ ცომი და ჩააფინეთ ფორმაში. ვაცხობთ 170 გრადუსზე 15 წუათის განმავლობაში.
საფეხური

2

დაჭრილი გოგრა გამოაცხვეთ ღუმელში 180 გრადუსზე 50 წუთი. ამოიღეთ გოგრის რბილობი, გადაურიეთ ფორთოხლის წვენი.
ჟელატინი დაალბეთ ცივ წყალში, რომ გააქტიურდეს. კვერცხი მსუბუქად ათქვიფეთ ცალკე ჯამში.
პატარა ქვაბში ჩაყარეთ შაქარი და გოგრის პიურე, წამოადუღეთ, შაქარი უნდა გაიხსნას ბოლომდე, შემდეგ ამ მასას დაასხამთ კვერცხს და ურევთ ინტენსიურად, ისევ დადგით და მიიყვანეთ ადუღებამდე.
საფეხური

3

დაუმატეთ კარაქი და გაწურული ჟელატინი, მოურიეთ ხელის ბლენდერით, სანამ გლუვი მასა არ გახდება.
გოგრის კურდი ჩაასხით უკვე გამომცხვარ ფხვიერი ცომის ტარტში და გააცივეთ მაცივარში 40 წთ.
საფეხური

4

იტალიური მერინგი :
შაქარი და წყალი გადაურიეთ და ნარევი დაბალ ტემპერატურაზე გააცხელეთ. როცა სიროპი მიაღწევს 114 გრადუსს, დაიწყეთ კვერცხის ცილების ათქვეფა მაქსიმალურ სიჩქარეზე.
121 გრადუსზე აიყვანეთ სიროფი და გადმოდგით, დაელოდეთ ვიდრე ბუშტუკები გაქრება. ცილების თქვეფის დროს სიროფი ნელ ნელა წვრილ ნაკადად დაამატეთ ცილაში.
საფეხური

5

ათქვიფეთ მერინგი მანამ, სანამ არ გაცივდება. გადაიტანეთ საკონდიტრო ტომარაში და მორთეთ ტარტი.
სერვირება

6

მობრაწეთ მსუბუქად, თავზე მოაყარეთ ნუშის ქრამბლი.
კომენტარები
