• გასტრო გიდი

    შეფები

    რჩევები

    რეცეპტები

  • ბორჯომი კერძებთან

  • GEO

საახალწლო ნუგა

გოზინაყი ყველა ოჯახში კეთდება, მაგრამ საახალწლოდ შეიძლება ცოტა გამბედავები გავხდეთ და ოდნავ რთული ტკბილეული გავაკეთოთ.

 

საახალწლო ნუგა

მომზადების დრო

60+ წუთი

სირთულე

საშუალო

კალორიები

0-250 კალორია

საჭმლის ტიპი

დესერტი

ბორჯომის ლიმონათი მსხალი
ბორჯომის ლიმონათი მსხალი

უხდება

ბორჯომის ლიმონათი მსხალი

ლუკა ნაჭყებია

რეცეპტის ავტორი

ლუკა ნაჭყებია

საახალწლო ნუგა

ინგრედიენტები

თაფლი

800 გრამი

შაქარი

500 გრამი

კვერცხი

4 ცალი

ვანილის ექსტრაქტი

5 გრამი

ლიმონის ცედრა

20 გრამი

ნუში

15 გრამი

ფსტა

15 გრამი

ნიგოზი

15 გრამი

ქიშმიში

15 გრამი

ფორთოხლის ცედრა

10 გრამი

საფეხური

droplet

1

chef

პირველ რიგში 800 გრამი თაფლი მოვათავსოთ ტაფაზე, შევათბოთ და დავამატოთ 500 გრამი შაქარი. ამ მასას დასჭირდება 30 წუთი მორევა, უმჯობესია გაუჩერებლად ვურიოთ, მაგრამ 1 წუთიანი შესვენებას გაპატიებთ.

საფეხური

droplet

2

chef
პარალელურად, 4 დიდი კვერცხის ცილა უნდა ამოვიყვანოთ მიქსერით. ცილა მიგვყავს ისეთ აფუამდე, რომ კოვზით ამოღების დროს რბილი კენწერო გაიკეთოს. გავამზადოთ ჭურჭელი, ჩავაფინოთ გრინი, რომ შემდეგ მზა ნუგა ადვილად აძვრეს. ჭურჭელი გადავდოთ გვერდზე.

საფეხური

droplet

3

chef
თაფლიანი და შაქრიანი მასა მოვათავსოთ დაბალ ცეცხლზე და ნელნელა შევურიოთ ამოყვვანილი ცილა, მუდმივი მორევის რეჟიმში. შემდეგ დავამატოთ 2-3 წვეთი ვანილის ექსტრაქტი, 1 სუფრის კოვზი ლიმონის ცედრა, 1 სუფრის კოვზი ფორთოხლის ცედრა და ¼ ჩაის კოვზი მარილი.

საფეხური

droplet

4

chef
ამ მასას უნდა ვურიოთ დაახლოებით 40 წუთის მაძილზე, ან იქამდე სანამ იმდენად არ შესქელდება, რომ მორევის დროს ჭურჭლის ძირი გამოჩნდება. მასას დავამატოთ მოხალული თხილეული და ქიშმიში, გადავიტანოთ წინასწარ გამზადებულ ჭურჭელში და გავაცივოთ მაცივარში.

სერვირება

droplet

5

chef
დავჭრათ სასურველი ზომის ნაჭრებად და გემრიელად მივირთვათ!

Comments

Most Recent

ნავიგაცია

  • გასტრო გიდი
  • ბორჯომი კერძებთან

ლინკები

  • გახდი ბორჯომის დისტრიბუტორი
  • უკუკავშირი

Developed By Leavingstone

Developed By Leavingstone