რიზოტო ზღვის პროდუქტებით
მე ვარ დათა კვირველია, „ივერია ბიჩის“ შეფ-მზარეული. ჩემი ინტერესი კულინარიის მიმართ პრაქტიკულად მაშინ განხორციელდა, როდესაც გადავწყვიტე პირველი კულინარიული განათლება საქართველოს საზღვაო აკადემიაში მიმეღო. შემდგომში, ცოდნის გაღრმავების მიზნით ჩავაბარე საქართველოს კულინარიის აკადემიაში, სადაც მათივე რეკომენდაციით კარიერა დავუკავშირე „ქოფიშოფ კომპანი ჯორჯიას“. სწორედ იქ მივიღე პირველი საინტერესო პროფესიული გამოცდილება და ამასთან ერთად, ის თვისებებიც შევიძინე, რომლებიც მზარეულად ჩამოყალიბებაში დამეხმარა.
სხვადასხვა ეტაპზე მრავალფეროვან სამუშაო გამოცდილებას ვიძენდი ქართულ ბაზარზე არსებულ რესტორნებსა და სასტუმროებში, თუმცა კულინარიულ სფეროში გარკვეული გამოცდილების დაგროვების შემდგომ, გადავწყვიტე საკუთარი კულინარიული ბიზნეს პროექტის განხორციელებაც. ეს გამოწვევებით სავსე წამოწყება ემსახურებოდა ჩემს მშობლიურ ქალაქში ისეთი ობიექტის ჩამოყალიბებას, რომელიც ერთ სივრცეში გააერთიანებდა სასიამოვნო გარემოსა და გემრიელ ევროპულ სამზარეულოს.
მოცემულ ეტაპზე, გადავწყვიტე ისევ შევერთებოდი „ივერია ბიჩის“ გუნდს, ამჯერად, შეფ-მზარეულის ამპლუაში, რაც, ბუნებრივია, პასუხისმგებლობასთან ერთად სასიამოვნო კულინარიული გამოწვევებით სავსე კარიერულ ეტაპს გულისხმობს. ამ შესაძლებლობისთვის მადლობას ვუხდი “სილქ როუდ ჯგუფსა” და ბრენდ-შეფს ირაკლი თოდაძეს.

მომზადების დრო
30-60 წთ
სირთულე
საშუალო
კალორიები
500+ კალორია
საჭმლის ტიპი
მთავარი კერძი


უხდება
ბორჯომის ლიმონათი ციტრუსი