• გასტრო გიდი

    შეფები

    რჩევები

    რეცეპტები

  • რესტოგიდი

    რესტორნები

  • ბორჯომი კერძებთან

  • GEO

რატატუი

ეს არის ტრადიციული ფრანგული, კერძოდ პროვანსული  კერძი, რომელიც მზადდება სეზონური ბოსტნეულით. მასში ჩვეულებრივ შედის ბადრიჯანი, ყაბაყი, ტკბილი წიწაკა, პომიდორი, ხახვი და სხვა ბოსტნეული, რომელიც ლამაზად ლაგდება ფორმაში და ერთიანად ცხვება.

რატატუი გამოირჩევა არომატებითა და ფერებით, მასში ხშირად იყენებენ პროვანსულ სუნელებს — ტიმიამი, როზმარინი და ოხრახუში. ეს არის როგორც მარტივი გარნირი, ისე დამოუკიდებელი ვეგეტარიანული კერძი, რომელიც ასახავს სამხრეთ საფრანგეთის გემოებს და ავთენტურ სამზარეულოს.

 

 

რატატუი

მომზადების დრო

30-60 წთ

სირთულე

მარტივი

კალორიები

0-250 კალორია

საჭმლის ტიპი

მთავარი კერძი

ბორჯომის ლიმონათი ტარხუნა
ბორჯომის ლიმონათი ტარხუნა

უხდება

ბორჯომის ლიმონათი ტარხუნა

ნინი შარუხია

რეცეპტის ავტორი

ნინი შარუხია

რატატუი

ინგრედიენტები

ულუფა :

1

ზეითუნის ზეთი

30 გრამი

წითელი ხახვი

250 გრამი

პომიდორი

150 გრამი

ნიახურის ღერო

40 გრამი

ნიორი

10 გრამი

კანგაცლილი პომიდორი

500 გრამი

ნედლი ტიმიანი (ან ქონდარი)

2 გრამი

ნედლი როზმარინი

1 გრამი

შაქარი

20 გრამი

მარილი და პილპილი - გემოვნებით

საფეხური

droplet

1

chef

მოიმარაგეთ სასურველი ბოსტნეული- პომიდორი, ყაბაყი, ბადრიჯანი და ხახვი. 

ბოსტნეული დაჭერით ერთი სისქის, მრგვალ ნაჭრებად, რათა თანაბრად შეიწვას და ვიზუალურადაც ლამაზი გამოჩნდეს, ფენებად დალაგებისას.

საფეხური

droplet

2

chef

მოვამზადოთ სოუსი

• წვრილად დაჭერით წითელი ხახვი, ნიახურის ღერო და ნიორი
• საშუალო ცეცხლზე გააცხელეთ  ზეითუნის რაფინირებული ზეთი, დაუმატეთ დაჭრილი ხახვი, ნიახური და ნიორი. მოშუშეთ, სანამ ხახვი გამჭვირვალე არ გახდება და არ დარბილდება.

• დაუმატეთ შუაზე გაჭრილი ჩერი პომიდვრები და მოშუშეთ კიდევ რამდენიმე წუთით, სანამ პომიდორი დაშლას არ დაიწყებს.

• დაამატეთ კანგაცლილი პომიდორი, ასევე შაქარი, მარილი, პილპილი, როზმარინი და ტიმიანი. მოურიეთ და ნელ ცეცხლზე შუშეთ, 15–20 წუთის განმავლობაში, სანამ მასა ოდნავ არ შესქელდება.

• ბოლოს, დაუმატეთ ნედლი ბაზილიკი. სურვილისამებრ, უფრო გლუვი ტექსტურისთვის,  შეგიძლიათ სოუსი დააბლენდეროთ

სერვირება

droplet

3

chef

სოუსი მოასხით ფენებად ჩაწყობილ ბოსტნეულს და გამოაცხვეთ მზაობამდე.

სერვირებისთვის მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში

კომენტარები

Most Recent

ნავიგაცია

  • წესები და პირობები
  • პერსონალური მონაცემების დამუშავება

ლინკები

  • გახდი ბორჯომის დისტრიბუტორი
  • უკუკავშირი

Developed By Leavingstone

Developed By Leavingstone