ქსნის მიქადო ძველებურად
“კერძების მომზადება-დაგემოვნება ბავშვობიდან მიყვარდა და ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებდა.
ალბათ ამიტომ ავირჩიე მზარეულის პროფესია და ვხვდები, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე, მიუხედავად იმისა, რომ კულინარიის სამყაროში 21 წლის ასაკში შევაბიჯე.
მაქვს ჩემი სტილი რის მიხედვითაც ვქმნი თითოეულ კერძს, მთავარი იდეა ისაა, რომ დავამსხვრიო გასტრონომიული სტერეოტიპები, ხელოვნურად შექმნილი ჩარჩოები, რომლებიც ოდესღაც ვიღაცამ დააწესა, პროდუქტების შეუსაბამობა, რომლებიც სინამდვილეში ერთმანეთთან შეზავებისას ქმნის ზღაპრულ და დაუვიწყარ გემოს.
ვცდილობ ჩემი ხასიათი ჩემს კერძებში გადმოვიტანო და ვფიქრობ, ეს მეთოდი ამართლებს კიდეც.
მინდა ერთ მშვენიერ დღეს ჩემი სიტყვა ვთქვა ამ სამყაროში, რომელიც გამოადგება ქვეყანას და მომავალ თაობებს.
დღეს მინდა გაგაცნოთ ერთ-ერთი უძველესი და სარიტუალო დესერტის ჩემეული ინტერპრეტაცია თანამედროვე კონდიტერიასთან შერწყმით, რომელიც საქართველოში საუკუნეების მანძილზე მზადდებოდა და მზადდება დღესაც, სამწუხაროდ მხოლოდ ქსნის ხეობაში, რისი არსებობის შესახებაც ბევრმა არც იცის. არც მე მეცოდინებოდა, რომ არა ქალბატონი თეა პავლიაშვილი, რომელიც წარმოშობით სწორედ ქსნის ხეობიდანაა, მიქადო მისი ოჯახის საყვარელი სადღესასწაულო დესერტია, როგორც ქალბატონი თეა ამბობს მიქადო მის მხარეში შემოინახეს ქსნის ერისთავებმა და მისი რეალური ტრადიციული რეცეპტის მიხედვით, გულსართში და ცომში გამოიყენება ღორის ქონი, ამ კონკრეტულ ელემენტს კი ხაზს იმიტომ ვუსვამ, რომ იგივე სახელწოდებით პროდუქტს ამზადებენ სომხებიც და ვინაიდან ბევრი სომეხი ეროვნების ადამიანი ღორის ხორცს და მისგან შექმნილ პროდუქტს არ მიირთმევს, ტრადიციული მიქადო კი მზადდება ღორის ქონით, აშკარაა ამ კერძის ქართული ფესვები” - გიორგი ჭულუხაძე

მომზადების დრო
60+ წუთი
სირთულე
რთული
კალორიები
250-500 კალორია
საჭმლის ტიპი
დესერტი


უხდება
ბორჯომის ლიმონათი ციტრუსი