• გასტრო გიდი

    შეფები

    რჩევები

    რეცეპტები

  • ბორჯომი კერძებთან

  • GEO

ქილის ნამცხვარი

“გავიზარდე ყველაზე ფუსფუსა და გემრიელი ხელის მქონე ბებიების გარემოცვაში. ყოველი შაბათ-კვირა ახალი კულინარიული გამოწვევებისა და თავგადასავლების იყო. შესაბამისად, გასაკვირი არ არის ჩემი ასეთი სიყვარული და დაინტერესება. სანამ ბლოგი შეიქმნებოდა ჩემს პირად გვერდზე ვდებდი სხვადასხვა რეცეპტებს. ჩემი მეგობრები სულ მეუბნებოდნენ - დროა ნატალია! მზად ხარ!. ერთ მშვენიერ საღამოსაც, მარტის მეხუთე დღეს დაიბადა ჩემი  სივრცე - სიყვარულისთვის, გამოცდილების გაზიარებისთვის და რა თქმა უნდა ახალი კულინარიული თავგადასავლებისთვის. აქ შემომსვლლენო, ყველა იმედი თან იქონიეთ, რადგანაც გამოუსვლელი არაფერია... გელოდებით ჩემი მარტივი, გემრიელი და ხალისიანი ვიდეო-რეცეპტებით”. - ნატუკა ჩიკვაიძე, Dinnergoneright
 

ქილის ნამცხვარი

მომზადების დრო

60+ წუთი

სირთულე

საშუალო

კალორიები

250-500 კალორია

საჭმლის ტიპი

დესერტი

ნატუკა ჩიკვაიძე

რეცეპტის ავტორი

ნატუკა ჩიკვაიძე

ქილის ნამცხვარი

ინგრედიენტები

კენკრა

400 გრამი

რძე

500 მილილიტრი

კვერცხის გული

2 ცალი

შაქარი

6 სუფრის კოვზი

სიმინდის სახამებელი

2 სუფრის კოვზი

ვანილის შეკვრა

1 ცალი

კარაქი

20 გრამი

ნაღები 33-35%

250 გრამი

ორცხობილა

300 გრამი

შაქარი

100 გრამი

სახამებელი

1 ჩაის კოვზი

საფეხური

droplet

1

chef

მომზადება : შევათბოთ რძე ქვაბში. კვერცხის გულებს დავუმატოთ 6 ს.კ. შაქარი და კარგად გავხსნათ. ამის შემდეგ ვუმატებთ 2 ს/კ სახამებელს და კვლავ ვურევთ. ბოლომდე რომ გაიხსნება ვუმატებთ შემთბარი რძის ნახევარს და ვურევთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე, შემდეგ კი ამ მასას ვაბრუნებთ ქვაბში და ვურევთ წრიული მოძრაობით შესქელებამდე. ვუმატებთ ასევე ვანილს.

საფეხური

droplet

2

chef
შესქელებულ მასაში ვამატებთ 20 გ. კარაქს და კარგად გადავურევთ. ეს მასა უნდა გავაცივოთ სრულად.

საფეხური

droplet

3

chef
ამასობაში ამოვიყვანოთ ნაღები და ნელ-ნელა შევურიოთ ჩვენ მიერ მოხარშულ და გაცივებულ კრემს.

საფეხური

droplet

4

chef
კენკრას დავაყაროთ შაქარი და მივიყვანოთ ადუღებამდე. დავუმატოთ 1 ჩ/კ სახამებელი და დავაბლენდეროთ ხელის ბლენდერით.

საფეხური

droplet

5

chef
დავფქვათ ორცხობილა. ქილაში მოვათავსოთ დაფქული ორცხობილა, კრემი და ბოლოს კენკრის ტოპინგი.

სერვირება

droplet

6

chef
გემრიელად მიირთვით!

Comments

Most Recent

ნავიგაცია

  • გასტრო გიდი
  • ბორჯომი კერძებთან

ლინკები

  • გახდი ბორჯომის დისტრიბუტორი
  • უკუკავშირი

Developed By Leavingstone

Developed By Leavingstone