• გასტრო გიდი

    შეფები

    რჩევები

    რეცეპტები

  • ბორჯომი კერძებთან

  • GEO

პოლენტასა და ხის სოკოს სალათი

მიყვარს სიმინდის ფქვილი. სიმინდიც მიყვარს. არ მიყვარს ერთფეროვნება. მაიზი, იგივე სიმინდი, მსოფლიოში მეორე ყველაზე მოსავლიანი კულტურაა. წელიწადში დაახლოებით 823 მილიონი ტონა მიიღება. მსოფლიოში ზოგადად სამი სახეობაა გავრცელებული: -ყვითელი, თეთრი და ცისფერი. საქართველოში ცისფერი და ყვითელი იშვიათია.

პოლენტასა და ხის სოკოს სალათი

მომზადების დრო

60+ წუთი

სირთულე

საშუალო

კალორიები

250-500 კალორია

საჭმლის ტიპი

სტარტერი

ლუკა ნაჭყებია

რეცეპტის ავტორი

ლუკა ნაჭყებია

პოლენტასა და ხის სოკოს სალათი

ინგრედიენტები

ულუფა :

1

ხის სოკო

25 გრამი

პოლენტა

25 გრამი

მჭადის ფქვილი

30 გრამი

შებოლილი სულგუნი

125 გრამი

ტარხუნა

2 გრამი

ზეითუნის ზეთი

7.5 მილილიტრი

მზესუმზირის ღვივი

3.75 გრამი

კოწახური

12.5 გრამი

მჟაუნა

20 გრამი

წიწმატი

20 გრამი

საფეხური

droplet

1

chef

კერძი რომ გემრიელი გამოვიდეს, უნდა გავაკეთოთ ქართული-იტალიური ღომი. მოვხარშოთ სიმინდის ფქვილი და ნაცვლად ღერღილისა დავამატოთ პოლენტა, რომელიც გარდა კერძის სახელისა, ასევე თვით ფქვილის დაფქვილობის ხარისხს ჰქვია. ვააკეთებთ ღომს, ვაციებთ, ვაბრტყელებთ და ვჭრით თხელ ნაჭრებად. ამ ნაჭრებს ვწვავათ. პარლელურად, ვასუფთავებთ ხის სოკოს და ტაფაზე ვათავსებთ.

საფეხური

droplet

2

chef
ვბრაწავთ სოკოს და ღომის ნაჭრებს ტაფაზე და ვამატებთ მარილს. შემდეგი ეტაპია ზეითუნის ზეთის, ნახევარი ტარხუნის და კოწახურის დაჭრა და ერთგვაროვან მასად ქცევა - ეს იქნება ჩვენი დრესნიგი. რეცეპტში მინიშნებულ ყველა მწვანე ინგრიდიენტს ვდებთ ღრმა ჭურჭელში, ვასხვათ აწ უკვე გამზადებულ დრესინგს და ვახეხავთ შებოლილ სულგუნს. იტალიურ-ქართული ღომის შემწვარ ნაჭრებს ვჭრით კუბიკებად. ხის სოკოს დაბრაწვის შემდგომ და ვათავსებთ მწვანე ინგრიდიენტების ჭურჭელში, მანდვე ვამატებთ ღომის კუბიკებსაც.

სერვირება

droplet

3

chef
სერვირებისთვის აუცილებად დაამატეთ მარილი, არა იოდიზირებული, სერვირებისთვის. სალათია უმარტივესი და სასიამოვნო. სერვირებაზე ტვინის ჭყლეტვა არ სჭირდება, რადგან იმდენი ლამაზი კონპონენტი აქვს, რომ ბუნებრივად ლამაზი გამოვა კერძიც. შეიგიძლიათ მოაყაროთ კოწახური. თუ სალათის ინგრედიენტთა ნუსხას სულგუნს ამოვაკლებთ, შესაძლებელი იქნება მისი მარხვის დროს მირთმევაც.

Comments

Most Recent

ნავიგაცია

  • გასტრო გიდი
  • ბორჯომი კერძებთან

ლინკები

  • გახდი ბორჯომის დისტრიბუტორი
  • უკუკავშირი

Developed By Leavingstone

Developed By Leavingstone