• გასტრო გიდი

    შეფები

    რჩევები

    რეცეპტები

  • ბორჯომი კერძებთან

  • GEO

პასკის ნაყინის სენდვიჩი

მირიან სულაკაური - გასტრო ჯადოქარი

გავიზარდე ოჯახში, სადაც კრეატიულობა იყო ნორმა, ჩემ ირგვლივ მხატვრები, მოქანდაკეები და სამხატვრო სფეროს ადამიანები ტრიალებდნენ, სულ მიყვარდა ხელით შექმნა, იქნებოდა ეს ხატვა, ძერწვა, კერვა თუ რაიმე სხვა. გარდატეხის ასაკში აღმოვაჩინე, რომ კულინარიაც ხელოვნების ერთ-ერთი სფეროა, რომელიც არამარტო თვალს სიამოვნებს, გემოვნურადაც ბედნიერებას მატებს ადამიანს, რამაც იმდენად აღმაფრთოვანა, პირდაპირ თავით გადავეშვი კულინარიულ მორევში.
დიდი და შრომატევადი გზის გავლა მომიწია, რომ კულინარიული ხელოვნება მესწავლა, თუმცა ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ ამ სფეროში სწავლას არასდროს წყვეტ და ყოველთვის ახლის ძიებაში ხარ, ზუსტად ამ ახლის ძიებამ მიმიყვანა გამომეცადა ჩემი თავი კულინარიულ შოუში “სამზარეულოს ომები”, რომელიც წარუმატებელი იყო. ამან მოტივაცია მომიმატა, რომ კიდევ უფრო მეტად მემუშავა ჩემს თავზე და შემდეგი გამოცდა - მასტერშეფი, წარმატებულად გავიარე და გავიმარჯვე.
მასტერშეფში ჩემი კერძების სტილი აღმოვაჩინე, კონცეპტუალური და კომფორტ საჭმელი უცნაური, თუმცა ნაცნობი გემოების კომბინაციით. მუდმივი გადასვლა კულინარიასა და მხატვრობას შორის არის ის, რაც განმსაზღვრავს მე, როგორც შეფს და გასტრო ჯადოქარს.

 

პასკის ნაყინის სენდვიჩი

მომზადების დრო

60+ წუთი

სირთულე

საშუალო

კალორიები

500+ კალორია

საჭმლის ტიპი

დესერტი

ბორჯომის ლიმონათი მსხალი
ბორჯომის ლიმონათი მსხალი

უხდება

ბორჯომის ლიმონათი მსხალი

მირიან სულაკაური

რეცეპტის ავტორი

მირიან სულაკაური

პასკის ნაყინის სენდვიჩი

ინგრედიენტები

ნაყინისთვის

კარაქი

100 გრამი

კვერცხის გული

6 ცალი

შაქარი

250 გრამი

ნაღები

500 მილიგრამი

რძე

700 მილიგრამი

პასკა

500 გრამი

ორცხობილასთვის

კარაქი

150 გრამი

ყავისფერი შაქარი

80 გრამი

შაქარი

80 გრამი

კვერცხი

1 ცალი

ფქვილი

250 გრამი

მარილი

1 მწიკვი

ვანილის ექსტრაქტი

5 გრამი

სოდა

3 გრამი

საფეხური

droplet

1

chef

რძე და პასკა წამოვადუღოთ და გავაჩეროთ 15-20 წუთით გემო რომ გაუჯდეს.

საფეხური

droplet

2

chef

პასკიანი რძის მასა გავატაროთ წვრილ საწურში და კარგად გავწუროთ.

საფეხური

droplet

3

chef

პასკის არომატიან რძესთან ერთად ქვაბში მოვათავსოთ ნაღები, კარაქი და წამოვადუღოთ. ჯამში გავთქვიფოთ კვერცხის გული შაქართან ერთად, დავუმატოთ წამოდუღებულ მასას და წვრილ საწურში გამოვატაროთ. გავაგრილოთ ბოლომდე და ნაყინის აპარატში მოვთქვიფოთ.

საფეხური

droplet

4

chef

ორცხობილას მოსამზადებლად დარბილებულ კარაქს დავუმატოთ ორივენაირი შაქარი, ვანილის ექსტრაქტი და კვერცხთან ერთად გავთქვიფოთ.

საფეხური

droplet

5

chef

დავუმატოთ მშრალი 

საფეხური

droplet

6

chef

ინგრედიენტები და კარგად გადავზილოთ. 

საფეხური

droplet

7

chef

ვაფლის აპარატში გამოვაცხოთ ორცხობილები, გამომცხვარი ოდნავ შევაგრილოთ და ნაყინი ჩავუდოთ გულში.

საფეხური

droplet

8

chef

გემრიელად მიირთვით !

Comments

Most Recent

ნავიგაცია

  • გასტრო გიდი
  • ბორჯომი კერძებთან

ლინკები

  • გახდი ბორჯომის დისტრიბუტორი
  • უკუკავშირი

Developed By Leavingstone

Developed By Leavingstone