• გასტრო გიდი

    შეფები

    რჩევები

    რეცეპტები

  • ბორჯომი კერძებთან

  • GEO

პანუოცო მორტადელათი და ფსტით

პანუოცო ტრადიციული იტალიური სენდვიჩია კამპანიის რეგიონიდან, რომელიც მზადდება პიცის ცომით. აცხობენ და ავსებენ მოცარელათი, შებოლილი ხორცითა და ბოსტნეულით. გარედან ხრაშუნაა, შიგნიდან ნოტიო და არომატული. ხშირად მიირთმევენ ქუჩის საკვებად.

პანუოცო მორტადელათი და ფსტით

მომზადების დრო

60+ წუთი

სირთულე

საშუალო

კალორიები

500+ კალორია

საჭმლის ტიპი

მთავარი კერძი

ბორჯომის მინერალური წყალი
ბორჯომის მინერალური წყალი

უხდება

ბორჯომის მინერალური წყალი

ირაკლი კახიძე

რეცეპტის ავტორი

ირაკლი კახიძე

პანუოცო მორტადელათი და ფსტით

ინგრედიენტები

ბიგა

მაღალი პროტეინიანი ფქვილი

500 გრამი

წყალი

250 გრამი

მშრალი საფუარი

2.5 გრამი

პიცის ცომი

ბიგა

მაღალი პროტეინიანი ფქვილი

500 გრამი

წყალი

300 გრამი

მარილი

27 გრამი

საფუარი

1 გრამი

გულსართი

კრემყველი ფილადელფია

600 გრამი

მორტადელა ლორი

600 გრამი

მოცარელა

300 გრამი

ფსტა

300 გრამი

რუკოლა

120 გრამი

ზეითუნის ზეთი

90 გრამი

პარმეზანი

90 გრამი

საფეხური

droplet

1

chef

"ბიგა" – მომზადებული საფუვრიანი ცომი, რომელიც გამოიყენება პურისა და პიცის ცომის მოსაზელად.
იგი წარმოადგენს მშრალ, დაბალი ჰიდრატაციის მქონე ცომს (ჩვეულებრივ 45-60% წყლით), რომელიც ფერმენტირდება 12-48 საათის განმავლობაში, ქმნის არომატს, სტრუქტურას და აუმჯობესებს საბოლოო პროდუქტის სარგებლიანობას ორგანიზმისთვის.
ბიგას მოსამზადებლად წყალში ვხსნით საფუარს, ვყრით ფქვილს და ავურევთ ხელით, ვათავსებთ მაცივარში 24 საათით.

საფეხური

droplet

2

chef

ცომის მოსამზადებლად ვურევთ ბიგას მთლიანად და წყალს, ვურევთ, ვამატებთ ფქვილს, როდესაც შეერევა შემდეგ მარილს, ბოლოს საფუარს. ვზელთ, სანამ ცომი ელასტიკური და წელვადი არ გახდება, ცომის ტემპერატურა არ უნდა გაცდეს 24 გრადუსს. ვაჩერებთ ოთახის ტემპერატურაზე 1 საათი, შემდეგ ვაგუნდავებთ და ვინახავთ მაცივარში 24 საათით.

საფეხური

droplet

3

chef

ცომს ვაბრტყელებთ თანაბრად, მაქსიმალურად თხლად და ვუსვამთ გულში ზეითუნის ზეთს, რათა არ მიეწებოს ცომი ცხობისას. 

საფეხური

droplet

4

chef

ცომს გადავკეცავთ და ვათავსებთ ღუმელში 260 გრადუსზე 8-10 წუთის განმავლობაში (სახლის პირობებში) 

საფეხური

droplet

5

chef

გამომცხვარ პანუოცოში ვათავსებთ ჩვენთვის სასურველ შიგთავსს, ამჯერად კრემ-ყველით, ფსტით და მორტადელათი ვასრულებთ ჩვენს სენდვიჩს, ასევე ძალიან უხდება რუკოლა.

სერვირება

droplet

6

chef

სურვილისამებრ შეგვიძლია დავამატოთ პესტო ან ბალზამიკოს ძმარი. გემრიელად მიირთვით!

Comments

Most Recent

ნავიგაცია

  • გასტრო გიდი
  • ბორჯომი კერძებთან

ლინკები

  • გახდი ბორჯომის დისტრიბუტორი
  • უკუკავშირი

Developed By Leavingstone

Developed By Leavingstone