• გასტრო გიდი

    შეფები

    რჩევები

    რეცეპტები

  • ბორჯომი კერძებთან

  • GEO

პად ტაი კრევეტით

მე ვარ ანა დონდუა, რესტორან ფეფერბოის თანადამფუძნებელი და შეფი. აზიური ქვეყნების სამზარეულო და კულტურა ჩემი სიყვარულია. წლების მანძილზე შევისწავლე უამრავი რეცეპტი, მომზადების ტექნიკა და ეთნიკური კულინარიის თავისებურებები. ყოველდღიურად ჩემს გუნდთან ერთად ვცდილობ დავხვეწო, გავაუმჯობესო და შევიტანო თანამედროვე, საინტერესო ელემენტები ფეფერბოის მენიუსა და კერძებში. 
მიხარია, როდესაც ვხედავ ბედნიერ სტუმრებს, რომლებიც ჩვენთან ერთად იზიარებენ აზიური კულინარიის სიყვარულს.

პად ტაი კრევეტით

მომზადების დრო

0-30 წთ

სირთულე

საშუალო

კალორიები

500+ კალორია

საჭმლის ტიპი

მთავარი კერძი

პად ტაი კრევეტით

ინგრედიენტები

ულუფა :

1

მშრალი ბრინჯის ატრია

100 გრამი

კრევეტი

100 გრამი

კომბოსტო

50 გრამი

კვერცხი

1 ცალი

ტოფუ

30 გრამი

მწვანე ხახვი

30 გრამი

მუნგის ლობიოს ღივები

30 გრამი

სოუსი

80 გრამი

დაღერღილი მოხალული მიწისთხილი

15 გრამი

დაღერღილი წითელი წიწაკა

5 გრამი

ლაიმი

0.5 ცალი

ინგრედიენტები:

სოიოს სოუსი

25 გრამი

შაქარი

25 გრამი

ტამარინდის პასტა ან ლაიმის წვენი

25 გრამი

გახეხილი ნიორი

5 გრამი

სრირაჩა

5 გრამი

საფეხური

droplet

1

chef

ჩავალბოთ ბრინჯის ატრია ცივ წყალში 2 საათით.

საფეხური

droplet

2

chef

გავარჩიოთ კრევეტები. დავჭრათ კომბოსტო წვრილ თხელ ჟულიენებად. დავჭრათ მწვანე ხახვი 3-4 სმ ჟულიენებად. დავჭრათ ტოფუ 3-4 სმ ბატონებად მოვამზადოთ სოუსი: შევურიოთ ყველა ინგრედიენტი და წამოვადუღოთ შაქრის სრულ გადნობამდე.

საფეხური

droplet

3

chef

მოვამზადოთ პად ტაი: გადავწუროთ ჩალბობილი ბრინჯის ატრია. გავაცხელოთ ვოკი მაღალ ცეცხლზე. დავასხათ 2სუფრის კოვზი ზეთი დავდოთ კრევეტები და დავბრაწოთ 1 წუთის განმავლობაში დავახალოთ კვერცხი და მოვურიოთ, რომ შეიწვას და შეიკრას მცირე ზომის ბელტებად.

საფეხური

droplet

4

chef

დავუმატოთ კომბოსტო და მოვბრაწოთ.

საფეხური

droplet

5

chef

დავუმატოთ მწვანე ხახვი და ტოფუ.
დავუმატოთ ბრინჯის ატრია და მოვასხათ სოუსი. მოვბრაწოთ სანამ ატრია სრულად დარბილდება და დავამატოთ ღივები. კარგად ამოვურიოთ და გავანაწილოთ თეფშებზე.

სერვირება

droplet

6

chef

მოვაყაროთ დაღერღილი მოხალული მიწისთხილი და წითელი წიწაკა, მოვასხათ ლაიმის წვენი და ამოვურიოთ. გემრიელად მიირთვით.

Comments

Most Recent

ნავიგაცია

  • გასტრო გიდი
  • ბორჯომი კერძებთან

ლინკები

  • გახდი ბორჯომის დისტრიბუტორი
  • უკუკავშირი

Developed By Leavingstone

Developed By Leavingstone