• გასტრო გიდი

    შეფები

    რჩევები

    რეცეპტები

  • ბორჯომი კერძებთან

  • GEO

ორაგულის სტეიკი ისპანახით, გამომცხვარი სტაფილოთი და ციტრუსის სოუსით

მე ვარ სოსო ხაინდრავა, აღმასრულებელი შეფი.
ვცდილობ ჩემი წვლილი შევიტანო ქართულ კულინარიაში და შევუთავსო ევროპული ელემენტები. ძალიან მიყვარს საქმე, რასაც ვაკეთებ, ჩემს საქმიანობაში ვავითარებ ქართულ კერძებს.
ვცდილობ ვიაქტიურო სოც. ქსელებში და ვაჩვენო ხალხს ჩემი შემოქმედება!

ორაგულის სტეიკი ისპანახით, გამომცხვარი სტაფილოთი და ციტრუსის სოუსით

მომზადების დრო

60+ წუთი

სირთულე

რთული

კალორიები

500+ კალორია

საჭმლის ტიპი

მთავარი კერძი

სოსო ხაინდრავა

რეცეპტის ავტორი

სოსო ხაინდრავა

ორაგულის სტეიკი ისპანახით, გამომცხვარი სტაფილოთი და ციტრუსის სოუსით

ინგრედიენტები

ულუფა :

1

ორაგული

250 გრამი

ფორთოხლის ფრეში

130 მილიგრამი

ხახვი

15 გრამი

ლაიმი

1 ცალი

ყავისფერი შაქარი

10 გრამი

სტაფილო

130 გრამი

კარაქი

20 გრამი

ისპანახი

130 გრამი

დაღერღილი წიწაკა

1 გრამი

მარილი

20 გრამი

გრეიპფრუტის სეგმენტი

90 გრამი

სიმინდის სახამებელი

5 გრამი

ზეითუნის ზეთი

100 მილიგრამი

საფეხური

droplet

1

chef

დღეს მოგიმზადებთ ორაგულის სტეიკს ბლანშირებული და შემდეგ მობრაწული ისპანახით, გამომცხვარი სტაფილოთი, კაპერსის და ციტრუსის სოუსით.
ხახვს და ნიორს ვბრაწავთ კარაქში, ვამატებთ კაპერს, ლაიმის ცედრას, შემდეგ ვასხამთ ფორთოხლის ფრეშს და ვამატებთ დაღერღილ წიწაკას და ყავისფერ შაქარს. 

საფეხური

droplet

2

chef

ვასქელებთ სიმინდის სახამებლით.

საფეხური

droplet

3

chef

როზმარინში დამარინადებულ სტაფილოს ვბრაწავთ მაღალ ცეცხლზე და მოგვყავს ღუმელში, მზადყოფნამდე.

საფეხური

droplet

4

chef

ორაგულს ვასხამთ ნივრის ზეთს და ვაზელთ მარილს. გრილზე მოგვყავს. არ უნდა იყოს გადაბრაწული, უნდა იყოს ნახევრად მოყვანილი, რადგან ორაგული არ გამოგვიშრეს.   
ვადგამთ წყალს ისპანახის ბლანშირებისთვის და მოწალული ისპანახი გადაგვაქვს კარაქში და ნიორში. მოგვყავს ასევე ნივრის ზეთი და მარილი.

სერვირება

droplet

5

chef

გადმოგვაქვს თეფშზე, ვაფორმებთ გრეიპფრუტის სეგმენტებით და ზემოთ ჩამოთვლილი ინგრედიენტებით.
გემრიელად!

Comments

Most Recent

ნავიგაცია

  • გასტრო გიდი
  • ბორჯომი კერძებთან

ლინკები

  • გახდი ბორჯომის დისტრიბუტორი
  • უკუკავშირი

Developed By Leavingstone

Developed By Leavingstone