ნუშის პანეტონი

მომზადების დრო
60+ წუთი
სირთულე
რთული
კალორიები
500+ კალორია
საჭმლის ტიპი
დესერტი


უხდება
ბორჯომის ლიმონათი ციტრუსი

ინგრედიენტები
ულუფა :
1
ქიშმიში
12.5 გრამი
ფორთოხალი
30 გრამი
ლიმონი
30 გრამი
ფორთოხლის ცუკატები
19 გრამი
დაჭრილი ნუში
19 გრამი
ცომის პირველი ეტაპი:
რძე
32 მილილიტრი
ფქვილი
44 გრამი
თაფლი
1 გრამი
საფუარი
4 გრამი
ცომის მეორე ეტაპი:
დაფქული შაქარი
32 გრამი
ჩხირი ვანილი
0.25 ცალი
ცომი, რომელსაც პირველ ეტაპზე მოვამზადებთ
80 გრამი
ფქვილი
22 გრამი
მარილი
2.5 გრამი
კვერცხის გული
7 გრამი
რბილი კარაქი
75 გრამი
საფეხური

1

ჩავალბოთ ქიშმიში ცივ წყალში 30 წუთით. შემდეგ გავაშროთ, შევურიოთ ფორთოხლის ცუკატები, ციტრუსის ცედრა და ნუში.
საფეხური

2

გავხსნათ საფუარი და თაფლი თბილ რძეში. დავასხათ ფქვილს და მოვზილოთ კარგად ცომი. თუ გაქვს ცომსაზელი მიქსერი, დააყენეთ დაბალ სიჩქარეზე და 8 წუთის განმავლობაში გადაზილეთ ცომი.
გადავიტანოთ ცომი ზეთით დაცხიმულ ჯამში, დვააფაროთ გრინი (ცელოფანი) და დაველოდოთ ამოსვლას. ცომის ზომა მინიმუმ 2-ჯერ მაინც უნდა გაიზარდოს მოცულობაში.
საფეხური

3

პირველ ცომს დავამატოთ შაქრის და ვანილის პუდრა. შემდეგ დანარჩენი ინგრედიენტები, კარაქის გარდა. კარგად მოვზილოთ ცომი ხელით ან მიქსერით დაბალ სიჩქარეზე 8 წუთის განმავლობაში.
ბოლოს დავამატოთ რბილი კარაქი და ისევ გადავზილოთ ცომი მაღალ სიჩქარეზე 10 წუთის განმავლობაში. ცომი უნდა გამოვიდეს რბილი და ელასტიური. შეიძლება დასჭირდეს ცოტა რძის დამატება თუ სასურველი კონსისტენიის არაა.
საფეხური

4

ფრთიხალ გადაურიეთ ხილის მიქსი, გადააკარით ზემოდან გრინი და დაელოდეთ ცომის ამოსვლას.
როდესაც ცომი კარგად ამოვა, ნაზად მოურიეთ ხელით, რომ ჰაერი გამოვიდეს და დაასვენეთ15 წუთი.
შემდეგ ზეთით დაისველეთ ხელები და მაგიდის ზედაპირი, დაყავით ცომი სასურველი ზომის ბურთებად, დააფარეთ ნაჭერი და ისევ დაასვენეთ 30 წუთი.
საფეხური

5

როდესაც ცომი დაისვენებს, მიეცით ისევ ბურთის ფორმა და ჩადეთ კულიჩის ფორმებში. დადეთ თბილ ადგილას და დაელოდეთ ცომის ამოსვლას. წაუსვით კვერხის გული და ზემოდან ბასრი დანით ოდნავ ჩაწერით ცომი ჯვარივით.
გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსამდე და გამოაცხვეთ პანეტონები 40 წუთი.
სერვირება

6

მოაყარეთ დაფქული შაქარი ან გააფორმეთ გემოვნებით.
Comments
Most Recent