ნიგვზიანი ხარჩო და პოლენტა

მომზადების დრო
60+ წუთი
სირთულე
რთული
კალორიები
500+ კალორია
საჭმლის ტიპი
მთავარი კერძი


უხდება
ბორჯომის ლიმონათი ტარხუნა

ინგრედიენტები
ულუფა :
საქონლის ნეკნი
1 კილოგრამი
ხახვი
200 გრამი
ნიორი
50 გრამი
სტაფილო
200 გრამი
ნიახურის ღერო
100 გრამი
ქინძი
30 გრამი
მწვანე წიწაკა
20 გრამი
ტომატ-პასტა
50 გრამი
პომიდორი
1 კილოგრამი
წითელი ღვინო
200 გრამი
ნიგოზი
500 გრამი
კარაქი
100 გრამი
დაფნის ფოთოლი
5 გრამი
ხმელი ქინძის თესლი
10 გრამი
უცხო სუნელი
10 გრამი
ყვითელი ყვავილი
10 გრამი
დაღერღილი წიწაკა
5 გრამი
პილპილი
5 გრამი
მარილი
10 გრამი
პოლენტა
300 გრამი
შებოლილი სულგუნი
150 გრამი
საფეხური

1

წინასწარ გავიმზადოთ საჭირო ინგრედიენტები: სუნელები, ხორცი, ბოსტნეული და ა.შ.
საფეხური

2

საქონლის ნეკნი
მაღალ ცეცხლზე ვბრაწავთ საქონლის ნეკნს, იგივე ტაფაში ვბრაწავთ ბოსტნეულს (ხახვი, სტაფილო, ნიახური, ნიორი, ქინძის ღერო) ვამატებთ ტომატ პასტას (ოდნავ ვბრაწავთ) ვამატებთ ღვინოს (ვაორთქლებთ ალქოჰოლს) ვამატებთ კანგაცლილ დაჭრილ პომიდორს, მარილს, პილპილს, დაფნის ფოთოლს და წყალს, ცოტა ვადუღებთ და ვაბრუნებთ ნეკნს უკან, გადაგვაქ ღრმა კონტეინერში ისე რო მასა ფარავდეს ხორცს, ვაფაღებთ თავზე ფოლგას და ვაცხობთ ღუმელში 160 გრადუსზე 5-6 საათი.
ნიგვზის სოუსი
ტაფაზე კარაქში ვთუშავთ ხახვს, ნიორს და სუნელებს, ვამატებთ ტომატ პასტას, საქონლის ბულიონს და მწვანე წიწაკას, ცოტახანი ვადუღებთ და ვამატებთ გატარებულ ნიგოზს. მიღებულ მასას ვაბლენდერებთ
საფეხური

3

პოლენტა
ვადუღებთ წყალს (პოლენტის წონის სამმაგ რაოდენობას) ვამატებთ პოლენტას და ვურევთ მომზადებამდე (დაახლოებით 5 წუთი) ვამატებთ შებოლილ სულგუნს.
სერვირება

4

სერვირებისთვის თეფშზე ვასხამთ სოუსს, ვადებთ შებრაწულ პოლენტას, მომზადებულ ხორცს და ვაფორმებთ სასურველი მიკრო-მწვანილით
კომენტარები