• გასტრო გიდი

    შეფები

    რჩევები

    რეცეპტები

  • ბორჯომი კერძებთან

  • GEO

ნადუღის ჩიზქეიქი მარწყვით

ნადუღის ჩიზქეიქი მარწყვით

მომზადების დრო

60+ წუთი

სირთულე

საშუალო

კალორიები

250-500 კალორია

საჭმლის ტიპი

დესერტი

ნინო მეგრელიძე

რეცეპტის ავტორი

ნინო მეგრელიძე

ნადუღის ჩიზქეიქი მარწყვით

ინგრედიენტები

ნადუღი

300 გრამი

კრემ-ყველი

300 გრამი

არაჟანი

180 გრამი

შაქარი

230 გრამი

კვერცხი

3 ცალი

ვანილის ექსტრაქტი

1 ჩაის კოვზი

ფქვილი

55 გრამი

სიმინდის სახამებელი

2 სუფრის კოვზი

მარწყვი

150 გრამი

კარაქი

50 გრამი

ქოქოსის ფანტელი

40 გრამი

საფეხური

droplet

1

chef

ინგრედიენტები გათვლილია ერთ 22-24 სმ. დიამეტრის ან 8 ინდივიდუალური ყალიბისთვის. მოამზადეთ ყალიბები, ამოაკარით ორმაგი ლითონის ფურცელი (ფოლგა), ან გამოიყენეთ ტორტის გასახსნელი ყალიბი. გააცხელეთ ღუმელი 170 გრადუსზე.

საფეხური

droplet

2

chef
ნადუღი და არაჟანი დააბლენდერეთ, ვიდრე არ მიიღებთ პრიალა, ერთგვაროვან მასას. მეორე ჯამში ათქვიფეთ კვერცხი, 130 გრ. შაქარი, ოთახის ტემპერატურის კრემ-ყველი, ვანილის ექსტრაქტი, ½ ლიმონის წვენი და ½ ლიმონის ცედრა. თქვიფეთ სანამ მასა არ გახდება ფაფუკი.

საფეხური

droplet

3

chef
ნელ-ნელა შეურიეთ ნადუღი და არაჟანი, მოურიეთ სპატულას დახმარებით. სულ ბოლოს დააცერით 1 ს.კ ფქვილი და 2 ს.კ სიმინდის სახამებელი. გადაურიეთ დელიკატურად. მასა გადაანაწილეთ ყალიბში ან ინდივიდუალურ ყალიბებში. მოათავსეთ საცხობ ფირფიტაზე, გვერდით დაუდგით წყალი ცეცხლგამძლე ჯურჭლით. აცხვეთ დიდი ყალიბის შემთხვევაში 60-70 წუთი, პატარების შემთხვევაში 25-30 წუთი. გამორთეთ და დატოვეთ დაკეტილ ღუმელში 2 საათით. შემდეგ გამოიღეთ, გააგრილეთ ბოლომდე და შეინახეთ მაცივარში 3 საათით ან მთელი ღამით.

საფეხური

droplet

4

chef
სანამ ჩიზქეიქი ცივდება, მოვამზადოთ მარწყვის კონფი - 150 გრ მარწყვი, 50 გრ შაქარი და ½ ლიმონის წვენი მიიყვანეთ ადუღებამდე, ხარშეთ 7-10 წუთი, შესქელებამდე. დააბლენდერეთ და შეინახეთ გამოყენებამდე.

საფეხური

droplet

5

chef
ფხვიერი ძირის მოსამზადებლად შეგიძლიათ დაფშვნათ მზა ორცხობილა ან თავად მოამზადოთ ქოქოსის ხრაშუნა ძირი. გააცხელეთ ღუმელი 190 გრადუსზე. 50 გრ შაქარი, 50 გრ ფქვილი, 50 გრ კარაქი და 40 გრ ქოქოსის ფანტელი ჩაყარეთ ჯამში, ხელით დაამუშავეთ ისე, რომ მიიღოთ ფხვიერი მასა, გადაიტანეთ საცხობ ფირფიტაზე და აცხვეთ 10 წუთი ან შეწითლებამდე.

სერვირება

droplet

6

chef
თეფშზე მოფანტეთ ხრაშუნა ძირი, ყალიბიდან ამოიღეთ ჩიზქეიქი, დადეთ თეფშზე და მოასხით მარწყვის კონფი.

Comments

Most Recent

ნავიგაცია

  • გასტრო გიდი
  • ბორჯომი კერძებთან

ლინკები

  • გახდი ბორჯომის დისტრიბუტორი
  • უკუკავშირი

Developed By Leavingstone

Developed By Leavingstone