მოსმულა
მოსმულა თუშური კერძია და როგორც ლუკამ უკვე აღნიშნა ერთ-ერთ პოსტში - ქართული ატრია იტალიურ პასტას გემოთი არ ჩამოუვარდება, მრავალფეროვანი ფორმებითა და ინგრედიენტების სიმრავლით თუ გვაჯობებენ. ვამზადებთ არატრადიციულ მოსმულას, იტალიური პასტის ცომით (ანუ ინტერპრეტირებული რეცეპტია და არაკლასიკური თუშური), ხოლო ჭყინტი ყველის მაგივრად გამოვიყენებთ თუშურ კალტს (კალტი ძროხის რძისგან დამზადებული ხაჭოს ყველია, რომელსაც ამარილებენ და ისე ინახავენ, პარმეზანს ჰგავს თავისი ძლიერი გემოთი და არომატით, თუმცა მე პირადად კალტს ვანიჭებ უპირატესობას).

მომზადების დრო
30-60 წთ
სირთულე
საშუალო
კალორიები
250-500 კალორია
საჭმლის ტიპი
მთავარი კერძი


უხდება
ბორჯომის მინერალური წყალი