მიწისთხილის და შოკოლადის პასტა
გამარჯობა, მე ვარ მაგდა, 32 წლის. პროფესიით ფინანსისტი. ვცხოვრობ თბილისში მეუღლესთან და 4 წლის საბასთან ერთად. როდესაც საბა გახდა 1,5 წლის, დაიწყო „შერჩევითი“ ჭამა, რამაც მიბიძგა კიდევ უფრო დავმეგობრებოდი კულინარიას, პარალელურად კი - დავიწყე სხვადასხვა კურსების გავლა ბავშვთა კვებისა და ნუტრიციოლოგიის შესახებ.
ცოტა ხანში გამიჩნდა იდეა, მიღებული გამოცდილება და მარტივი რეცეპტები გამეზიარებინა სხვა მშობლებისთვის. ასე გაჩნდა ჩემი ბლოგი ინსტაგრამზე @georgianmomlife, რომელიც ძალიან მიყვარს. დღემდე შეძლებისდაგვარად ვაგრძელებ ბავშვთა კვების ცნობილი სპეციალისტების სტატიების თარგმნას და მშობლებისთვის გაზიარებას.
„შენ სთავაზობ დაბალანსებულ თეფშს, ბავშვი კი - წყვეტს რა ჭამოს, რამდენი და ჭამოს თუ არა“- ეს ჩემი საყვარელი ბავშვთა კვების სპეციალისტისგან ნასწავლი მანტრაა და დღემდე ძალიან მეხმარება „პრეტენზიულ მჭამელ“ ბავშვთან ურთიერთობაში.
გასწავლით, როგორ მოვამზადოთ ბავშვებისთვის მიწისთხილის და შოკოლადის პასტა სახლში.

მომზადების დრო
0-30 წთ
სირთულე
მარტივი
კალორიები
0-250 კალორია
საჭმლის ტიპი
დესერტი


უხდება
ბორჯომის ლიმონათი მანდარინი