მარწყვის პანა კოტა

მომზადების დრო
60+ წუთი
სირთულე
საშუალო
კალორიები
250-500 კალორია
საჭმლის ტიპი
დესერტი

ინგრედიენტები
ულუფა :
1
ვანილი
2.5 გრამი
ნაღები 33%
75 გრამი
რძე
25 გრამი
მარწყვი
50 გრამი
შაქარი
20 გრამი
ჟელატინი
7.5 გრამი
საფეხური

1

გახსენით ჟელატინი 1 ჭიქა თბილ ანადუღარ წყალში და დააყოვნეთ 30 წუთის განმავლობაში. მარყწვი გაწურეთ და აიღეთ მხოლოდ წვენი, თუ საჭიროა გადაწურეთ მარლაში (წვენი უნდა გამოვიდეს დაახლოვებით 25 გრ.)
საფეხური

2

ცალკე ჭურჭელში, ნელ ცეცხლზე დაადგით ნაღები, რძე, ვანილი, მარწყვის წვენი და დაამატეთ შაქარი. მოურიეთ იქამდე, სანამ შაქარი არ გაიხსნება. მიიყვანეთ ადუღებამდე.
ჟელატინი გააცხელეთ და მოურიეთ იქამდე, სანამ ბოლომდე არ შეურთდება წყალს და არ გასქელდება.
დაუმატეთ ოდნავ შეციებულ ნაღებს და კიდევ ერთხელ მოურიეთ.
ჩამოასხით ფორმებში და შედგით საყინულეში. გაციებას დასჭირდება 30 წუთიდან 2 საათამდე.
სერვირება

3

მიირთვით ცივ მდგომარეობაში მარწყვთან ერთად.
Comments
Most Recent