• გასტრო გიდი

    შეფები

    რჩევები

    რეცეპტები

  • ბორჯომი კერძებთან

  • GEO

ლობიანის “პიტივიე” რაჭული ლორით

მე ვარ ლუკა თოდუა 22 წლის ქალაქ თბილისიდან, პროფესიით შეფ-მზარეული. ამ სფეროში ვტრიალებ 14 წლიდან და მაქვს ნამუშევარი როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს საზღვრებს გარეთ. ჩემი ბოლო სამუშაო ადგილი იყო დიდ ბრიტანეთში, სადაც ვმუშაობდი ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სასტუმროში სუ-შეფის პოზიციაზე. მიყვარს კლასიკური ფრანგული სამზარეულო და ვცდილობ ხშირად გამოვიყენო ფრანგული მომზადების ტექნიკები ჩემს კერძებში. 
 

ლობიანის “პიტივიე” რაჭული ლორით

მომზადების დრო

60+ წუთი

სირთულე

რთული

კალორიები

500+ კალორია

საჭმლის ტიპი

მთავარი კერძი

ბორჯომის მინერალური წყალი
ბორჯომის მინერალური წყალი

უხდება

ბორჯომის მინერალური წყალი

ლუკა თოდუა

რეცეპტის ავტორი

ლუკა თოდუა

ლობიანის “პიტივიე” რაჭული ლორით

ინგრედიენტები

ულუფა :

1

ლობიო

62.5 გრამი

ხამონიზებული რაჭული ლორი

25 გრამი

კვერცხი

1 ცალი

ხახვი

5 გრამი

ნიორი

0.5 ცალი

მწვანე წიწაკა

1.25 გრამი

ისპანახის ფოთლები

17.5 გრამი

ნედლი ქონდარი

1.25 გრამი

ხმელი ქინძი

1 /2 ჩაის კოვზი

უცხო სუნელი

1 /2 ჩაის კოვზი

მწვანე აჯიკა

1 /2 ჩაის კოვზი

ჯონჯოლი

4 გრამი

მარილი

1 მწიკვი

პილპილი

1 მწიკვი

ფენოვანი ცომი

75 გრამი

საფეხური

droplet

1

chef

როგორც კი მივიღებთ ერთიან მასას, ვათავსებთ საკონდიტრო ტომარაში და ვინახავთ მაცივარში გამოყენებამდე.

საფეხური

droplet

2

chef

შემდეგ ვაკეთებთ ისპანახის ბლანშირებას - ფოთლებს ჩავდებთ მდუღარე წყალში 25 წამით და შემდეგ გადაგვაქვს ყინულიან წყალში.

საფეხური

droplet

3

chef

წამოდუღებისთანავე გადმოვდგათ, მოვათავსოთ ბლენდერში დავაბლენდეროთ, ამის შემდეგ გავატაროთ საწურში.

საფეხური

droplet

4

chef

მომზადების წესი: დაკეპილ ხახვს, ნიორს და მწვანე წიწაკას ვშუშავთ რაჭული ლორის ცხიმში, როგორც კი დარბილდება, ვუმატებთ სუნელებს, ნედლ ქონდარს, მწვანე აჯიკას, მოხარშული ლობიოს მარცვლებს და ლობიოს ნახარშს. ვაზავებთ მარილით და პილპილით.

საფეხური

droplet

5

chef

ჯამში შიგნიდან ვაკრავთ პლასტიკს რის შემდეგაც ვიწყებთ ფენების აწყობას. გაქუშნული ლობიო, ლობიოს მარცვლები, ჯონჯოლი, რაჭული ლორის ნაჭრები, ლობიო და ბოლოს ისპანახის ფოთოლი.

საფეხური

droplet

6

chef

ასევე ამ მასასაც ვინახავთ მაცივარში.

საფეხური

droplet

7

chef

ფენოვან ცომს ვჭრით ორ საშუალო ზომის ნაწილად, გამოგვყავს მრგვალი ფორმები და ჩანგლით ვჩხვლეტთ.

საფეხური

droplet

8

chef

ზემოდან ვათავსებთ ლობიოს მასის გუნდას და ვაფარებთ ფენოვანის მეორე ნაწილს.

საფეხური

droplet

9

chef

ჩანგლით ვაფიქსირებთ კიდეებს, გარედან ვაფორმებთ ჩვენთვის სასურველი ორნამენტებით, ვუსვამთ ათქვეფილი კვერცხის გულს და ვაცხობთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე 15 -18 წთ განმავლობაში.

სერვირება

droplet

10

chef

გემრიელად მიირთვით!

Comments

Most Recent

ნავიგაცია

  • გასტრო გიდი
  • ბორჯომი კერძებთან

ლინკები

  • გახდი ბორჯომის დისტრიბუტორი
  • უკუკავშირი

Developed By Leavingstone

Developed By Leavingstone