• გასტრო გიდი

    შეფები

    რჩევები

    რეცეპტები

  • ბორჯომი კერძებთან

  • GEO

ლობიანი რაჭული ლორით და ჯონჯოლით

“პროფესიული განათლება მივიღე კულინარიის აკადემიაში. უკვე 5 წელია ამ სფეროში ვარ. მიყვარს ჩემი საქმე, ვარ იქ, სადაც უნდა ვიყო და ეს ძალიან მაბედნიერებს. მაქვს დაფუძნებული კომპანია “Tsomi” და მაქვს ჩემი საავტორო რესტორანი “Chef Saradjeff”. Ამ სივრცეში ვცდილობ ქართული კერძების პოპულარიზაციას. ჩემი ინტერპრეტაციით და ხედვით, მსოფლიო კულინარიის ტენდენციების გათვალისწინებით, მინდა მოვარგო როგორც ტრადიციული კერძების მოყვარულებს, ასევე ტურისტებს.   

ჩემთან მოსულ სტუმარს ხვდება თბილი გარემო, ჩემი ოჯახის ისტორია და მოგზაურობა დროში, ბავშვობის გემოები და ასევე ჩემი ვენახის ღვინო. 

სტუმრების გემრიელად გამასპინძლება ჩემი ჰობია!” - ნიკოლოზ სარაჯევი

ლობიანი რაჭული ლორით და ჯონჯოლით

მომზადების დრო

60+ წუთი

სირთულე

საშუალო

კალორიები

500+ კალორია

საჭმლის ტიპი

სტარტერი

ბორჯომის მინერალური წყალი
ბორჯომის მინერალური წყალი

უხდება

ბორჯომის მინერალური წყალი

ნიკოლოზ  სარაჯევი

რეცეპტის ავტორი

ნიკოლოზ სარაჯევი

ლობიანი რაჭული ლორით და ჯონჯოლით

ინგრედიენტები

ულუფა :

1

უმაღლესი ხარისხის ფქვილი

125 გრამი

წყალი

62.5 მილილიტრი

ზეთი ან კარაქი

6.25 მილილიტრი

მარილი

3 გრამი

საფუარი მშრალი

0.6 გრამი

შაქარი

0.6 გრამი

ლობიო

125 გრამი

რაჭული ლორი

50 გრამი

პომიდორი

0.25 ცალი

ხახვი

0.25 თავი

ნიორი

0.25 კბილი

ზეთი

5 მილილიტრი

ქინძი

1.25 გრამი

ქონდარი

0.25 მწიკვი

წიწაკა დაღერღილი

0.25 მწიკვი

ჯონჯოლი

37.5 გრამი

არარაფინირებული მზესუმზირის ზეთი

1.25 მილილიტრი

კოწახური მშრალი

2.5 გრამი

ოხრახუში

1.25 გრამი

საფეხური

droplet

1

chef

ცომის მომზადება: ნაწილი წყალი 50-100 მლ გავათბოთ და გავურიოთ საფუარი და შაქარი. რამდენიმე წუთში საფუარი რომ აქაფდება მოვზილოთ ცომი, დანარჩენი იგრედიენტების დამატებით (ცოტა ზეთი ან მდნარი კარაქი მოვიტოვოთ ცომის გუნდების ამოსაყვანად). ცომის დიდი გუნდა გავაჩეროთ თბილ ადგილას და დაველოდოთ აფუებას (დაახლოებით 1-2 საათით) შემდეგ გავყოთ 3 ნაწილად - დავაგუნდაოთ და კვლავ დაველოდოთ აფუებას 1-2 საათი (ცომი ყოველთვის თავდახულ მდგომარეობაში უნდა იყოს რომ არ გამოშრეს). შემდეგ გავაბრტყელოთ ხელის გულის ქვედა ნაწილით ისე რომ თხლად, თანაბრად გაიშალოს ცომი (ეს ძალიან მნიშვნელოვანია) და ამავდროულად ნაპირებში 1 სმ -დე არ შევეხოთ რადგან ნაპირები დარჩეს რბილი და სქელი. გავახუროთ ღუმელი 300 -350 გრადუსზე (სახლის პირობებში გაზის ღუმელი იძლევა მაღალ ტემპერატურას, შენიშვნა: დაბალი ტემპერატურის შემთხვევაში ცომი გამოშრება). შევუშვათ გამოსაცხობად 5-8 წუთი. (ცხობამდე და ცხობის პროცესშიც ჩანგლით დავჩხვლიტოთ რომ არ გაიბეროს და დარჩეს სწორი ზედაპირი).

საფეხური

droplet

2

chef
მოვხარშოთ ლობიო, ცალკე ზეთში შევბრაწოთ რაჭული ლორი, გადმოვიღოთ ცალკე ჯამში და დავასხათ მდუღარე წყალი (ლორი გახდება რბილი და სიმლაშეც განეიტრალდება). ლორის ცხიმში მოვშუშოთ ნიორი, შემდეგ ხახვი. რომ მომზადდება დავამატოთ კანგაცლილი, დაჭყლეტილი პომიდორი და ცოტა ხნის შემდეგ შევურიოთ ლობიო, შევაზავოთ სხვა იგრედიენტებით. (ლობიო უნდა იყოს ნახევრად ამოლესილი).

საფეხური

droplet

3

chef
მომზადების ბოლო ეტაპი გავახუროთ ღუმელი. მომზადებულ ცომს წავუსვათ თხლად ლობიო და შევუშვათ ღუმელში 5 წუთი ან სასურველ სიხრაშუნემდე. დავჭრათ და გადავიტანოთ თეფზე, მოვაყაროთ ჯონჯოლი, არარაფინირებულ ზეთში არეული, მოვაყაროთ ლორი, კოწახური და ოხრახუში.

სერვირება

droplet

4

chef
გემრიელად მიირთვით!

Comments

Most Recent

ნავიგაცია

  • გასტრო გიდი
  • ბორჯომი კერძებთან

ლინკები

  • გახდი ბორჯომის დისტრიბუტორი
  • უკუკავშირი

Developed By Leavingstone

Developed By Leavingstone