• გასტრო გიდი

    შეფები

    რჩევები

    რეცეპტები

  • ბორჯომი კერძებთან

  • GEO

კვარი ტრიუფელისა და ყველის სოუსით

გამარჯობა, მე ვარ ლაშა რამიშვილი, შეფ-მზარეული.
განათლებით იურისტი ვარ და ადრეული ასაკიდან პოლიტიკურ ჟურნალისტიკაში ვიყავი ჩართული, ერთ დღესაც გადავწყვიტე, რომ დრო იყო ის საქმე მეკეთებინა, რაც ყველაზე ძალიან მომწონდა. ყველასთვის მოულოდნელად პირდაპირ ჟურნალის ოფისიდან წავედი კულინარიაში, ერთ-ერთ პატარა კაფეში სამუშაოდ.
აქედან იწყება კულინარიული თავგადასავალი. გავიარე იერარქიულად სამზარეულოს ყველა საფეხური, მაქვს ნამუშევარი როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს საზღვრებს გარეთ, დიდ და პატარა პროექტებში.
 დაახლოებით ექვსი თვეა რაც დავბრუნდი საქართველოში, ამჟამად ორ პროექტს ვხელმძღვანელობ, რესტორნის (Salt) შეფ-მზარეული ვარ და დელივერი ბოქსების სტარტაპის (Easy meal) ბრენდ-შეფი.
 

კვარი ტრიუფელისა და ყველის სოუსით

მომზადების დრო

60+ წუთი

სირთულე

საშუალო

კალორიები

500+ კალორია

საჭმლის ტიპი

მთავარი კერძი

ბორჯომის მინერალური წყალი
ბორჯომის მინერალური წყალი

უხდება

ბორჯომის მინერალური წყალი

ლაშა  რამიშვილი

რეცეპტის ავტორი

ლაშა რამიშვილი

კვარი ტრიუფელისა და ყველის სოუსით

ინგრედიენტები

ულუფა :

1

იმერული ყველი

50 გრამი

სულგუნი

50 გრამი

პიტნა

2.5 გრამი

ტარხუნა

2.5 გრამი

მარილი

0.5 გრამი

იმერული ყველი

12.5 გრამი

სულგუნი

12.5 გრამი

პიტნა

1.25 გრამი

ტარხუნა

1.25 გრამი

მარილი

0.5 გრამი

შავი ტრიუფელის პასტა

0.25 გრამი

დაღერღილი წიწაკა

0.5 გრამი

ნაღები 15%

5 გრამი

რძე 3,2%

5 გრამი

პურის ფქვილი

125 გრამი

მზესუმზირას ზეთი

2.5 გრამი

წყალი

12.5 მილიგრამი

მარილი

1.25 გრამი

საფეხური

droplet

1

chef

კვარის ცომის მოსამზადებლად დაგვჭირდება პურის ფქვილი 0,5 გ, მზესუმირას ზეთი 0,01გრ, წყალი 0,05 გრ და მარილი 0,005 გრ. მითითებული მასა იზილება ერთად იქამდე სანამ ცომი არ გამკვრივდება და არ გახდება ელასტიკური. მოზელილი მასა, გადაიტანეთ ჯამში, დაახურეთ ჰერმეტულად და დაასვენეთ მაცივარში ნახევარი საათის განმავლობაში.

საფეხური

droplet

2

chef
კვარის შიგთავსისთვის დაგვჭირდება იმერული ყველი- 0,2, გ, სულგუნი - 0,2 გ, პიტნა - 0,01 გ, ტარხუნა - 0,01 გ, მარილი - 0,002. კვარის სოუსისთვის დაგვჭირდება იმერული ყველი​- 0,05 გ, სულგუნი​- 0,05 გ, პიტნა​- 0,005 გ, ტარხუნა - 0,005 გ, მარილი - 0,002 გ, შავი ტრიუფელის პასტა - 0,01 გ, დაღერღილი წიწაკა - 0,002 გ, ნაღები 15% - 0,020 გ, რძე 3,2% - 0,020 გ. არსებული მასა მოვათავსოთ ქვაბში, დავდგათ ქურაზე, სასურველია საშუალო ტემპერატურაზე. ხშირად ამოვურიოთ, იქამდე სანამ არ მივიღებთ ერთგვაროვან კონსისტენციას.

საფეხური

droplet

3

chef
გავაბრტყელოთ ცომი, და დავიწყოთ ფირფიტების ამოჭრა, შემდგომ მიღებული გულსართი ჩავდოთ ამოჭრილ ცომში დავაფაროთ მეორე ფირფიტა და კარგად დავაფიქსიროთ ცომი. ავადუღოთ წყალი, სასურველია ჩავყაროთ მარილი. ადუღებულ წყალში ჩავყაროთ კვარები და გავაჩეროთ 5-7 წუთის განმავლობაში.

სერვირება

droplet

4

chef
სერვირება: მოხარშული კვარები მოვათავსოთ ჩვენთვის სასურველ ჭურჭელში მოვასხათ ცხელი სოუსი. კერძი მზადაა. გემრიელად მიირთვით.

Comments

Most Recent

ნავიგაცია

  • გასტრო გიდი
  • ბორჯომი კერძებთან

ლინკები

  • გახდი ბორჯომის დისტრიბუტორი
  • უკუკავშირი

Developed By Leavingstone

Developed By Leavingstone