ქართულ სოსისს ძალიან მოუხდება ინგლისურ სტილზე გამომცხვარი ჰასელბაკის კარტოფილი, თუმცა ამ კერძის გაქართულებაც შესაძლებელია. დავჭრათ კარტოფილი სურათზე ნაჩვენები სტილით და შევდოთ ღუმელში 140 გრადუსზე 35 წუთით. ამის შემდეგ, შეგვიძლია, მას მოვაყაროთ გახეხილი სულგუნი და ისევ შევაბრუნოთ ღუმელში ტველის გაოქროსფერებამდე (დაახლოებით 15 წუთი). გახურებულ ნაკვერჩხალში ან ქურაზე დავდოთ კეცი. თბილ კეცზე მოვათავსოთ ღორის ქონი, ოდნავ დავადნოთ ისე, რომ კეცი ძალიან არ გაცხელდეს, და დავალაგოთ კეცზე კუპატები. კეცზე მაშინვე უნდა დავასხათ თბილი წყალი, რომ გადახურებისგან ნაწლავები არ გასკდეს. 15-20 წუთის მანძილზე ვუმატოთ ცოტ-ცოტა წყალი და თან ვაბრუნოთ კუპატები, რომ ყველა მხრიდან თანაბრად მოითუშოს. შემდეგ დავაშროთ წყალი და კუპატები მოვბრაწოთ. მობრაწული კუპატი კეცზევე გავხეთქოთ და კარგად მოვურიოთ, რომ გამდნარი ყველი თანაბრად გადანაწილდეს კერძში. გამომცხვარი კარტოფილები კეცშივე ჩავალაგოთ და მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი წიწაკა.