ხორცის ველინგტონი

მომზადების დრო
60+ წუთი
სირთულე
რთული
კალორიები
500+ კალორია
საჭმლის ტიპი
მთავარი კერძი


უხდება
ბორჯომის ლიმონათი ტარხუნა

ინგრედიენტები
საქონლის სუკი
1 კილოგრამი
ბეკონი
500 გრამი
ქამა სოკო
800 გრამი
ხახვი
1 თავი
მარცვლოვანი მდოგვი
3 ჩაის კოვზი
კვერცხი
1 ცალი
ფენოვანი ცომი
700 გრამი
ზეითუნის ზეთი
100 მილილიტრი
მარილი
2 ჩაის კოვზი
ნიორი
2 კბილი
ძირა
1 ჩაის კოვზი
საფეხური

1

საქონლის ხორცს მოაყარეთ მარილი, ზეთიან ტაფაზე მობრაწეთ ყველა მხრიდან, შემდეგ წაუსვით მდოგვი და აცადეთ გაგრილება. სოკო, ხახვი და ნიორი გაასუფთავეთ, გარეცხეთ და დაკეპეთ ძალიან წვრილად, ცხელ ტაფაზე დაყარეთ და მოშუშეთ, მანამ სანამ ზედმეტი სითხე არ ამოშრება ტაფიდან. დაამატთ ძირა და მარილი გემოვნებით.
საფეხური

2

საკვებ ცელოფანზე (გრინზე) დააფინეთ ბეკონი, შემდეგ წაუსვით თანაბრად მოშუშული სოკოს მასა. დადეთ შემწვარი საქონლის ნაჭერი ზედ და გაახვიეთ რულეტი ისე, რომ ბეკონი და მასზე დაფენილი მასა კარგად ეკვროდეს ხორცს გარშემო. ბოლოები მოუკარით ისე, რომ მიიღოს ძეხვის ფორმა, შედგით მაცივარში 20 წუთით.
საფეხური

3

ფენოვანი ცომი გააბრტყელეთ 3-4 მმ. სისქის ზომაზე. გამოიღეთ მაცივრიდან რულეტი, ფრთხილად მოხსენით ცელოფანი და ამჯერად ცომში გადაახვიეთ ისე, რომ ცომმა სრულიად დაფაროს რულეტი.
საფეხური

4

რულეტს გადაუსვით ათქვეფილი კვერცხი და შედგით წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე 40 წუთით.
სერვირება

5

დაჭერით რულეტი სასურველი ზომის ნაჭრებად. შეგიძლიათ მიირთვათ წითელ მშრალ ღვინოსთან ერთად.
Comments
Most Recent