• გასტრო გიდი

    შეფები

    რჩევები

    რეცეპტები

  • რესტოგიდი

    რესტორნები

  • ბორჯომი კერძებთან

  • გასტრონომიული ღონისძიებები

ხინკალი

წვნიანი ხინკალი ხორცითა და არომატული სანელებლებით — კავკასიური სამზარეულოს კლასიკა, მომზადებული სიყვარულითა და სიზუსტით 

ხინკალი

მომზადების დრო

30-60 წთ

სირთულე

საშუალო

კალორიები

250-500 კალორია

საჭმლის ტიპი

მთავარი კერძი

ბორჯომის მინერალური წყალი
ბორჯომის მინერალური წყალი

უხდება

ბორჯომის მინერალური წყალი

ოიბეკ ნურმატოვი

რეცეპტის ავტორი

ოიბეკ ნურმატოვი

ხინკალი

ინგრედიენტები

ცომი:

ფქვილი

5 კილოგრამი

მარილი

75 გრამი

წყალი

1.35 ლიტრი

(გაანგარიშება: 60 გ ცომი 1 ხინკალზე, ცომის საერთო მასა — 6 კგ)

შიგთავსი:

ხორცი (საქონლის, ცხვრის ან შერეული)

3.5 კილოგრამი

ცხიმი (ცხვრის ან საქონლის)

1.5 კილოგრამი

ხახვი

1.5 კილოგრამი

მწვანილი (ასორტი: ქინძი, ოხრახუში და სხვა)

300 გრამი

ნიორი

200 გრამი

სანელებლები:

ქონდარი (ქართული ნაზავი)

20 გრამი

უცხო სუნელი

20 გრამი

შავი პილპილი

20 გრამი

ბულიონი წვნიანობისთვის (შიგთავსში):

მარილიანი წყალი (50 გ მარილი 1 ლ წყალზე)

საფეხური

droplet

1

chef

მიქსერში მოზილეთ მკვრივი, ელასტიური ცომი ფქვილის, წყლის და მარილისგან. შემდგომ გაატარეთ ცომის გასაბრტყელებელში,  გააბრტყელეთ, მიღებული გაბრტყელებული ფირფიტები  ხელით დაჭერით კვადრატებად (დაახლოებით 60 გ თითოეული).

საფეხური

droplet

2

chef

წვრილად დაკეპეთ ან გაატარეთ ხორცი, ცხიმი და ხახვი. დაუმატეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი, ნიორი და სანელებლები. ჩაასხით მარილიანი წყალი, რათა შიგთავსი გამოვიდეს წვნიანი და არომატული. კარგად გადაურიეთ. 

საფეხური

droplet

3

chef

თითოეული კვადრატული ფორმის ცენტრში მოათავსეთ შიგთავსი (დაახლოებით 40 გ), მოუკარით პირი კლასიკურ ნაკეცებად, რომ  მიეცეს «ტომრის»  ფორმა კუდით.     

საფეხური

droplet

4

chef

მოათავსეთ ხინკალი ადუღებულ მარილიან წყალში. ხარშეთ 4–5 წუთი საშუალო ცეცხლზე ცომის მზაობამდე. ფრთხილად მოურიეთ, რათა არ მიეკრას ძირს. .  

სერვირება

droplet

5

chef

მიართვით ცხელი, სოუსის გარეშე ან შავი დაფქული პილპილით. ხინკალს მიირთმევენ ხელით,  — მთავარია არ დაღვაროთ ხინკლის წვენი!       

კომენტარები

Most Recent

ნავიგაცია

  • ხშირად დასმული კითხვები
  • ჩვენს შესახებ
  • პერსონალური მონაცემების დამუშავება
  • წესები და პირობები

ლინკები

  • გახდი ბორჯომის დისტრიბუტორი
  • უკუკავშირი

Developed By Leavingstone

Developed By Leavingstone