• გასტრო გიდი

    შეფები

    რჩევები

    რეცეპტები

  • ბორჯომი კერძებთან

  • GEO

ხილის ტარტი


“ვფიქრობ, ადამიანის სამყარო მისი ცხოვრების წესიდან ყალიბდება და არც მე ვარ გამონაკლისი. ჩემს ყოველდღიურობას ზაფხულს შევადარებდი, წელიწადის ჩემს უსაყვალეს დროს, რადგან ასეთივე ფერადი და მრავალფეროვანია. მყავს საუკეთესო მეორენახევარი და მაქვს საყვარელი საქმე (არა ერთი).
პროფესიით ტელე-რადიო ჟუნალისტი, პიარისა და მაკეტინგის სპეციალისტი ვარ. სულ ვამბობ, რომ ძალიან ზუსტად შევარჩიე პროფესია და გამიმართლა, რომ წარმატებით ვმოღვაწეობ ამ სფეროში. ამ ეტაპზე რამდენიმე კომპანიასთან ვმუშაობ და კიდევ უამრავი გეგმა მაქვს წინ. ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია კულინარია, ამიტომაც ვთვლი ჩემი სამყარო კულინარიის გარეშე არ იარსებებდა.
კულინარია ჩემს ჰობად ღრმა ბავშვობიდან ჩამოყალიბდა, ჯერ კიდევ 7-8 წლის ასაკში ვეხმარებოდი ბებოს კერძების მზადებაში, რაც მუდამ სიამოვნებას მანიჭებდა. მიუხედავად ჩემი აქტიური სამსახურებრივი საქმიანობისა, სულ ვპოულობდი დროს კულინარიისთვის, რამაც საბოლოოდ ჩემი კულინარიული ბლოგის შექმნამდე მიმიყვანა
ჩემნაირ, ახალბედა კულინარებს ვურჩევ არასდროს შეწყვიტონ ძიება კულინარიული სიახლეებისა და რაც შეიძლება მეტი ახალი და საინტერესო კერძი შექმნან საკუთარი ინტერპრეტაციით, არ შეეშინდეთ ექსპეიმენტების, რადგან ვფიქრობ კულინარია ხელოვნებაა, რომელსაც ჩვენი ფანტაზიით ვასაზრდოებთ.” - ანა კვირიკაშვილი
 

ხილის ტარტი

მომზადების დრო

60+ წუთი

სირთულე

საშუალო

კალორიები

250-500 კალორია

საჭმლის ტიპი

დესერტი

ანა კვირიკაშვილი

რეცეპტის ავტორი

ანა კვირიკაშვილი

ხილის ტარტი

ინგრედიენტები

ფქვილი

300 გრამი

კარაქი (ოთახის ტემპერატურის)

150 გრამი

შაქარი

250 გრამი

მარილი

1 მწიკვი

გამაფხვიერებელი

1 სუფრის კოვზი

კვერცხი

1 ცალი

კვერცხის გული

4 ცალი

რძე

430 მილილიტრი

ნაღები

200 მილილიტრი

ვანილი

0.5 ჩაის კოვზი

კენკრის ნაირსახეობა

250 გრამი

საფეხური

droplet

1

chef

ცომის მოსამზადებლად 250 გრამ ფქვილს დავუმატოთ 100 გრამი შაქარი, დავუმატოთ გამაფხვიერებელი, კარაქი, მწიკვი მარილი, 1 კვერცხი. მოვზილოთ ცომი, თუ ცომი ზედმეტად ფხვიერია, დავუმატოთ 30 გრამი რძე და განვაგრძოთ ზელა, ერთგვაროვანი ცომის მიღებისთანავე გადავიტანოთ გრინზე, შევფუთოთ და დავასვენოთ მაცივარში 30 წუთით.

საფეხური

droplet

2

chef
გამოვიღოთ, გავაბრტყელოთ, ჩავაფინოთ კარაქწასმულ და ფქვილმოყრილ ფორმაში, მოვაჭრათ ზედმეტი ცომი, დავჩხვლიტოთ ჩანგლით და შევდგათ გამოსაცხობად 180 გრადუსზე 20 წუთი.

საფეხური

droplet

3

chef
კრემის მოსამზადებლად 4 კვერცხის გულისა და 150 გ შაქრისგან მოვამზადოთ გოგლიმოგლი, დაბალ ცეცხლზე დავდგათ 400 მლ რძე და დავუმატოთ მომზადებული გოგლიმოგლის მასა, საცერით დავამატოთ ფქვილი და განუწყვეტლივ ვურიოთ. როგორც კი შესქელებას დაიწყებს მასა, დავამატოთ ვანილი და გავაგრძელოთ მორევა პირველი დუღილის ბუშტამდე.

საფეხური

droplet

4

chef
როგორც კი წამოდუღდება, კრემი მზადაა. ვაგრილებთ კარგად და ვიწყებთ 200 მლ ნაღების ამოყვანას, ყინულებზე ვდგამთ ცივ თასს, ვასხამთ ნაღებს და ვთქვეფთ საშუალო სიჩქარით, ნაღები რომ გამყარდება, ნელ-ნელა ვამატებთ მოხარშულ კრემს. ნაღების კრემიც მზადაა. ავაწყვე შემდეგი თანმიმდევრობით: ტარტს შიდა ფენაზე წავუსვი ცოცხალი ჟოლოს ჯემი (უშაქრო, ჩანგლით ჩაჭყლეტილი), დავასხი კრემი და მოვრთე ხილით.

სერვირება

droplet

5

chef
გემრიელად მიირთვით!

Comments

Most Recent

ნავიგაცია

  • გასტრო გიდი
  • ბორჯომი კერძებთან

ლინკები

  • გახდი ბორჯომის დისტრიბუტორი
  • უკუკავშირი

Developed By Leavingstone

Developed By Leavingstone