ხაბიძგინა

მომზადების დრო
60+ წუთი
სირთულე
საშუალო
კალორიები
250-500 კალორია
საჭმლის ტიპი
სტარტერი


უხდება
ბორჯომის მინერალური წყალი

ინგრედიენტები
რძე
800 მილილიტრი
ფქვილი
1 კილოგრამი
მარილი
1 ჩაის კოვზი
შაქარი
1 ჩაის კოვზი
საფუარი
1 სუფრის კოვზი
ზეთი
50 მილილიტრი
კარტოფილი
1 კილოგრამი
იმერული ყველი
1 კილოგრამი
ერბო
200 გრამი
მარილი
გემოვნებით
საფეხური

1

პირველ რიგში უნდა მოვამზადოთ ცომი - ნელ-თბილ რძეში გავხსნათ შაქარი, საფუარი და მარილი.
დავაცადოთ 15 წუთი და შემდეგ გადავზილოთ ფქვილში (ვზილოთ ერთი მიმართულებით), როდესაც ერთგვაროვან მასას მივიღებთ ამოვავლოთ ზეთში, გადავაფაროთ ტილო და დავასვენოთ 1 საათი.
პარალელურად, მოვხარშოთ კარტოფილი და ყველთან ერთად გადავზილოთ, ასევე დავამატოთ ერბო ან კარაქი.
სასურველია, რომ კარტოფილის მასა იყოს ერთგვაროვანი და არ დაგვრჩეს კორკოტები. შევაზავოთ ცოტაოდენი მარილით და დავყოთ გუნდებად.
ცომისა და შიგთავსის მასა უნდა იყოს ერთი ზომის.
საფეხური

2

როდესაც ცომი ამოფუვდება გადმოვიტანეთ სამუშაო მაგიდაზე, გადავზილოთ და გავაკეთოთ გუნდები.
გადავუსვათ ზეთი, გადავაფაროთ ტილო და დავასვენოთ ისევ 20 წუთით.
შეგიძლიათ 300 გრამიანი ცომის გუნდები დაყოთ და ასევე კარტოფილის გუნდებიც დაყოთ 300 გრამებად.
გავაბრტყელოთ ცომის გუნდა და მოვათვასოთ შიგთავსი , მოვუკრათ პირი და ხელის თანაბარი მოძრაობით ვეცადოთ გავაბრტყელოთ ისე, რომ შიგთავსი თანაბრად გადანაწილდეს. ს
ასურველია ხაბიზგინა იყოს მაქსიმალურად თხელი და როდესაც მას საცხობ ფორმაზე გადაიტანთ შუაგულში პატარა ნახვრეტი გავუკეთეთ.
გამოვაცხოთ ღუმელში 200–250 გრადუსზე დაახლოებით 10 წუთი.
სერვირება

3

სერვირების წინ წავუსვათ ცოტაოდენი ერბო ან კარაქი.
Comments