• გასტრო გიდი

    შეფები

    რჩევები

    რეცეპტები

  • ბორჯომი კერძებთან

  • GEO

ჯანსაღი კვება: მწვანე სალათი

ძალიან გემრიელი, მსუბუქი და სასარგებლო სალათი, რომელიც უხდება გაზაფხულის გრილ
დღეებს და ზამთრის შემდეგ ჩვენს ორგანიზმს გამოკვებავს. სელის ზეთის სასარგებლო თვისებებზე ძალიან ბევრი რამის
თქმა შეიძლება.

ჯანსაღი კვება: მწვანე სალათი

მომზადების დრო

0-30 წთ

სირთულე

მარტივი

კალორიები

250-500 კალორია

საჭმლის ტიპი

აპეტაიზერი

ბორჯომის მინერალური წყალი
ბორჯომის მინერალური წყალი

უხდება

ბორჯომის მინერალური წყალი

მაიკო ნავროზაშვილი

რეცეპტის ავტორი

მაიკო ნავროზაშვილი

ჯანსაღი კვება: მწვანე სალათი

ინგრედიენტები

ულუფა :

1

სალათის ფოთოლი

40 გრამი

მწვანე ხახვი

10 გრამი

არაჟანი

30 გრამი

სელის ზეთი

1 სუფრის კოვზი

სელის თესლი

2 გრამი

კვერცხი

2 ცალი

თეთრი ლობიოს მარინადი

50 გრამი

საფეხური

droplet

1

chef

სალათის ფოთლები და მწვანე ხახვი კარგად უნდა გარეცხოთ. კვერცხი მოხარშეთ 15 წთის მანძლზე. არაჟანი და სელის ზეთი აურიეთ ერთმანეთში. დაამატეთ მარილი, პილპილი გემოვნებით. გემოსთვის შესაძლოა ლიმნის წვენიც გამოიყენოთ სურვილისამებრ. მწვანე ხახვი დაჭერით წვრილად და ლობიოს მარინადი გადაწურეთ საწურზე.
სალათის ფოთლები ხელით დაანაწევრეთ პატარა ნაწილებად და მოათავსეთ დიდ ჯამში. დაამატეთ არაჟნის სოუსი და კარგად მოურიეთ, დაამატეთ დაჭრილი ხახვი, ლობიო, სელის თესლი, მოათავსეთ თეფშზე, კარგად მოხარშული კვერცხი გააგრილეთ, გააცალეთ კანი, გაჭერით სასურველ ნაჭრებად და მიირთვით სალათთან ერათად.

სერვირება

droplet

2

chef
გემრიელად მიირთვით!

Comments

Most Recent

ნავიგაცია

  • გასტრო გიდი
  • ბორჯომი კერძებთან

ლინკები

  • გახდი ბორჯომის დისტრიბუტორი
  • უკუკავშირი

Developed By Leavingstone

Developed By Leavingstone