• გასტრო გიდი

    შეფები

    რჩევები

    რეცეპტები

  • ბორჯომი კერძებთან

  • GEO

ინდაურის ფილე კომშით

ინდაურის ფილე კომშით

მომზადების დრო

30-60 წთ

სირთულე

საშუალო

კალორიები

250-500 კალორია

საჭმლის ტიპი

მთავარი კერძი

ბორჯომის ლიმონათი მანდარინი
ბორჯომის ლიმონათი მანდარინი

უხდება

ბორჯომის ლიმონათი მანდარინი

მაიკო ნავროზაშვილი

რეცეპტის ავტორი

მაიკო ნავროზაშვილი

ინდაურის ფილე კომშით

ინგრედიენტები

ულუფა :

1

პილპილი

0.5 მწიკვი

მარილი

0.5 მწიკვი

დარიჩინი

0.5 მწიკვი

ტანდურის სანელებელი

0.5 მწიკვი

შაქარი

15 გრამი

ლიმონი

0.5 ცალი

ზეთი

40 მილილიტრი

კომში

150 გრამი

ინდაურის ფილე

1 ცალი

საფეხური

droplet

1

chef

ინდაურის ფილე გავრეცხოთ, მოვაცალოთ ზედმეტი ცხიმი (თუ აქვს), გავამშრალოთ ხელსახოცით, (შეგიძლიათ დაბეგვოთ ოდნავ ინდაურის ფილე, იმისთვის რომ გაათანაბროთ ზედაპირი, რადგან თანაბრად შეიწვას ტაფაზე, თუ იქნება ამის აუცილებლობა) დავამარილოთ ორივე მხრიდან და კარგად შევაზილოთ ტანდორის სუნელები.
კომში გავრეცხოთ, გავთალოთ სათლელით და დავჭრათ მცირე ზომის კუბიკებად, შემდეგ ჩავყაროთ ქვაბში. დავასხათ წყალი, ისე რომ ოდნავ დაიფაროს, დავდგათ ქვაბი საშუალო ცეცხლზე და წამოვადუღოთ.
კომში კარგად, რომ მოიხარშება (ჩანგალი თუ რბილად ჩავიდა, ე.ი. მოხარშულია) გადმოვდგათ ცეცხლიდან და წყალი გადავუწუროთ.

საფეხური

droplet

2

chef
მოხარშულ კომშს დავაყაროთ შაქარი და დარიჩინი დავაბლენდეროთ ერთგავროვანი მასის მიღებამდე (ან ხელის საჭყლეტით გავაკეთოთ პიურე). კომშის პიურე მზადაა. როდესაც კომშის პიურეს დავადგამთ, ტაფა გავახუროთ მაქსიმალურად, დავუმატოთ ზეთი და ტაფაზე მოვათავსოთ ინდაურის ფილე. ერთ წუთში გადმოვაბრუნოთ, შემდეგ ერთ წუთში ისე გადავაბრუნოთ, ასე ვატრიალოთ სანამ ორივე მხარეს არ მიიღებთ ღია ყავისფერ შეფერილობას.

საფეხური

droplet

3

chef
შემწვარი ფილე გადმოვიღოთ თეფშზე, ქვეშ დავუფინოთ ქაღალდის ხელსახოცი, რომ ზედმეტი ცხიმისგან გავათავისუფლოთ. დავასვენოთ 5 წუთი, დავჭრათ თხელ ნაჭრებად და კომშის პიურესთან ერთად თბილ მდგომარეობაში მივიტანოთ სუფრასთან.

სერვირება

droplet

4

chef
სერვირებისას შეგიძლიათ დაჭრილ ინდაურის ნაჭრებს მოაწუროთ ლაიმის ან ლიმონის წვენი, რაც აკეთილშობილებს ინდაურის ფილეს გემოს.

Comments

Most Recent

ნავიგაცია

  • გასტრო გიდი
  • ბორჯომი კერძებთან

ლინკები

  • გახდი ბორჯომის დისტრიბუტორი
  • უკუკავშირი

Developed By Leavingstone

Developed By Leavingstone