იხვი პეკინურად— მორთმევა შეფ-მზარეულისაგან
იხვი პეკინურად— ეს არის კერძი, რომლის ისტორიაც რამდენიმე საუკუნეს ითვლის. ოდესღაც მას ექსკლუზიურად იმპერატორის კარზე მიართმევდნენ, დღეს კი ის მთელ მსოფლიოში ჩინური სამზარეულოს სიმბოლოდ იქცა.
მთავარი საიდუმლოა — სამდღიანი მომზადება: ჰოისინის სოუსის, ხამანწკის სოუსის, ჯანჯაფილისა და სანელებლების მარინადი, შემდეგ გლაზირება ძმრისა და მალტოზის ნარევით და ბოლოს — ღუმელი 170–180°C ხრაშუნა კარამელიზებული კანის მიღებამდე. ხორცს ჭრიან წვრილ სლაისებად და მიართმევენ ბლინებთან, ხრაშუნა კიტრთან, პრასთან და მდიდარ იხვის სოუსთან ერთად.

მომზადების დრო
60+ წუთი
სირთულე
რთული
კალორიები
500+ კალორია
საჭმლის ტიპი
მთავარი კერძი


უხდება
ბორჯომის მინერალური წყალი





