• გასტრო გიდი

    შეფები

    რჩევები

    რეცეპტები

  • ბორჯომი კერძებთან

  • GEO

გოზინაყის ტარტი

გოზინაყს მხოლოდ ახალ წელს არ მიირთმევენ. ეს გემრიელობა საახალწლო ტკბილეულს ახალ სიცოცხლეს მისცემს. 

 

 

გოზინაყის ტარტი

მომზადების დრო

60+ წუთი

სირთულე

საშუალო

კალორიები

250-500 კალორია

საჭმლის ტიპი

დესერტი

ბორჯომის ლიმონათი ციტრუსი
ბორჯომის ლიმონათი ციტრუსი

უხდება

ბორჯომის ლიმონათი ციტრუსი

თამარ სორდია

რეცეპტის ავტორი

თამარ სორდია

გოზინაყის ტარტი

ინგრედიენტები

ფქვილი

300 გრამი

გამაფხვიერებელი

7 გრამი

შაქრის პუდრი

70 გრამი

ვანილის ჩხირი

1 ცალი

კარაქი

480 გრამი

კვერცხი

4 ცალი

ნუში დაფქული

50 გრამი

მარილი

1.5 გრამი

შაქარი

330 გრამი

გლუკოზა

15 გრამი

ნაღები

100 მილილიტრი

რომი

24 მილილიტრი

ნიგოზი

330 გრამი

ფსტა

80 გრამი

სიმინდის ფანტელები (cornflakes)

80 გრამი

თხილი

200 გრამი

საფეხური

droplet

1

chef

ფხვიერი ცომი: ღრმა ჯამში ავურიოთ ნუშის ფქვილი, მარილი, ვანილის თესლი, შაქრის პუდრა, გამაფხვიერებელი და ფქვილი.
დავუმატოთ ნაჭრებად დაჭრილი კარაქი, კვერცხის გული და მოვზილოთ რბილი, ელასტიური ცომი. აუცილებლობის შემთხვევაში დავამატოთ ცოტა ფქვილი. შევახვიოთ საკვებ პარკში და მოვათავსოთ მაცივარში 30 წუთით. ამის შემდეგ ცომი გამოვიღოთ და გავაბრტყელოთ 0,3-0,4 სმ.-ის სისქეზე.  ამოვჭრათ საჭირო რაოდენობის 12 სანტიმეტრიანი დიამეტრის რგოლები და ტარტალეტკის 8 სმ-ან ფორმებში ჩავაფინოთ, ზედმეტი ცომი კი მოვაშოროთ. ძირი ჩავჩხვლიტოთ ჩანგლით.
შევინახოთ მაცივარში 30 წუთით. გავახუროთ ღუმელი 180 გრადუსამდე. თითოეულ ტარტალეტკას დავაფაროთ პერგამენტის ქაღალდი და დავამძიმოთ (ლობიოთი,ბარდით ან სპეციალური ბურთულებით).
გამოვაცხოთ 10 წუთი. შემდეგ ქაღალდთან ერთად მოვაშოროთ სიმძიმე და 10 წუთი ისევ გამოვაცხოთ, ოქროსფერის მიღებამდე. მზა ფხვიერი ცომი კარგად გავაციოთ.

საფეხური

droplet

2

chef

თხილი კარამელში: თხილი და ნიგოზი დავალაგოთ პერგამენტიან ტაფაზე, შევდგათ ღუმელში და 7-10 წუთი გავაჩეროთ 180 გრადუს ტემპერატურაზე, ან მოვხალოთ მშრალ ტაფაზე. ფსტა არ მოხალოთ, რადგან ფერს დაკარგავს.
ღრმა ქვაბში ავურიოთ შაქარი, წყალი და გლუკოზა. გავაჩეროთ იქამდე სანამ არ მიიღებს კარამელის ფერს. პარალელურად ქვაბში ადუღებამდე მივიყვანოთ ნაღები და რომი, ცალ-ცალკე.
გადმოვიღოთ ცეცხლიდან კარამელი, დავამატოთ დაჭრილი ნაღების კარაქი და ავურიოთ. ფრთხილად ჩავასხათ ნაღები და შემდეგ რომი.

საფეხური

droplet

3

chef

ცხელ კარამელში ჩავყაროთ თხილი და ბურბუშელა, მოვურიოთ ხის ნიჩბით და იქვე დავიწყოთ თხილეულის გადმოღება ტარტალეტკებზე და გორასავით დავახვაოთ. 3-4 ტარტალეტკის შემდეგ ამოვურიოთ კარამელიან თხილს. შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე.

სერვირება

droplet

4

chef

მიირთვით იმავე დღეს, გულსართის გაცივების შემდეგ.

Comments

Most Recent

ნავიგაცია

  • გასტრო გიდი
  • ბორჯომი კერძებთან

ლინკები

  • გახდი ბორჯომის დისტრიბუტორი
  • უკუკავშირი

Developed By Leavingstone

Developed By Leavingstone