Gnocchi con lardo et pesca

მომზადების დრო
60+ წუთი
სირთულე
რთული
კალორიები
500+ კალორია
საჭმლის ტიპი
მთავარი კერძი


უხდება
ბორჯომის ლიმონათი მსხალი

ინგრედიენტები
ულუფა :
1
კარტოფილი
166 გრამი
ატამი
0.33 ცალი
ფქვილი
42 გრამი
ბეკონი
42 გრამი
ლურჯი ყველი
9 გრამი
კვერცხი
1 ცალი
ნაჭერი პროშუტო
0.66 ცალი
კარაქი
30 გრამი
თეთრი მშრალი ღვინო
9 მილილიტრი
დაფქული მუსკატი
0.83 გრამი
ქათმის ბულიონი
42 მილილიტრი
ფოთოლი სალბი
0.5 ცალი
ქამა სოკო
9 გრამი
ნიორი
0.2 კბილი
ლიმონი
0.2 ცალი
ხახვი
0.2 ცალი
შაქარი
17 გრამი
საფეხური

1

მოამზადეთ ბულიონი - მოთუშეთ ხახვი, ნიორი, სოკო, პროშუტო და ლიმონის ცედრა. დაამატეთ ქათმის ბულიონი, ღვინო და ლურჯი ყველი.
საფეხური

2

დაალაგეთ გაუთლელი კარტოფილი მარილის ბალიშზე და შედგით ღუმელში 1 საათით.
ცხელი კარტოფილი გათალეთ და გააკეთეთ პიურე. 500 გრამ პიურეს ესაჭიროება ერთი კვერცხი.
იმისთვის, რომ თქვენი ნიოკი ფაფუკი და გემრიელი გამოვიდეს, 500 გრამ პიურეს უნდა დაამატოთ ზუსტად 120 გრამი ფქვილი.
მოზილეთ ცომი, დაამატეთ დაფქული მუსკატი.
საფეხური

3

გააკეთეთ ცომის გრძელი, მრგვალი ზოლი. დაჭერით პატარა ნაწილებად და მიეცით ნიოკის ფორმა.
საფეხური

4

მოხარშეთ მარილიან, ადუღებულ წყალში დაახლოებით 2-3 წუთის განმავლობაში.
გადაწურეთ ბულიონი, გაათბეთ, დაამატეთ კარაქი და ათხვიფეთ ბლენდერში.
შეწვით ღუმელში ხრაშუნა ბეკონი.
საფეხური

5

გათალეთ ატამი. ჩადეთ ჯამში, დაასხით ნახევარი ლიმონის წვენი და მოაყარეთ შაქარი. დაახლოებით 100 გრამი.
მოათავსეთ ვაკუუმის პარკში, ამოტუმბეთ ჰაერი და დატოვეთ რამდენიმე საათი.
თუ სახლის პირობებში ვერ ახერხებთ, შეგიძლიათ ჯამს გადააკრათ საკვები ცელოფანი ისე, რომ ჰაერი არ შედიოდეს და მოათავსოთ მიკროტალღურ ღუმელში 5 წუთით. გააგრილეთ ისე, რომ არ მოხსნათ ცელოფანი.
სერვირება

6

დაალაგეთ ნიოკი თეფშზე, მოასხით სოუსი, დაადეთ ხრაშუნა ბეკონი, ატამი და მწვანე ხახვი.
Comments
Most Recent