გამოყვანილი კალმახი
სითბური დამუშავება კერძების მომზადების ერთადერთი ხერხი არ არის. შებოლვა, დამარილება, ალკოჰოლით გამოყვანაც მიღებული ხერხებია. მე მიყვარს უმი თევზის გემო, ამიტომ მივმართავ ერთადერთ ქართულ გამოსავალს - მარილში და ალკოჰოლში გამოყვანილ თევზს.
ამ კერძს აქვს თევზის ის არომატი, რაც თევზის ნებისმიერ მოყვარულს სიამოვნებს, აქვს სასიამოვნო, ხავერდოვანი ტექსტურა, მაგრამ არაა უმი, არის ყოვლად უვნებელი და ძალიან გემრიელი. თანაც, რომ არ დაემსგავსოს სკანდინავიურ გრავლაქსს, მკაფიოდ ქართულ არომატებში გავახვევთ. ეს კერძი იდეალური იქნება მარხვის დროს, როცა თევზით ხსნილია.

მომზადების დრო
60+ წუთი
სირთულე
საშუალო
კალორიები
0-250 კალორია
საჭმლის ტიპი
აპეტაიზერი


უხდება
ბორჯომის მინერალური წყალი