ფუნთუშა ფსტის კრემით

მომზადების დრო
60+ წუთი
სირთულე
საშუალო
კალორიები
250-500 კალორია
საჭმლის ტიპი
დესერტი


უხდება
ბორჯომის ლიმონათი მსხალი

ინგრედიენტები
ფქვილი
350 გრამი
საფუარი
2 ჩაის კოვზი
შაქარი
50 გრამი
მარილი
1 მწიკვი
კვერცხი
1 ცალი
რძე
210 მილილიტრი
კარაქი
80 გრამი
შიგთავსი
ვანილის ჩხირი
1 ცალი
რძე
500 გრამი
კვერცხის გული
6 ცალი
შაქარი
125 გრამი
სახამებელი
40 გრამი
კარაქი
25 გრამი
ფსტის პასტა
25 გრამი
საფეხური

1

ყველა მშრალი ინგრედიენტი გავაერთიანოთ ჯამში. გავადნოთ კარაქი, შევურიოთ კვერცხი და რძე. მიღებული მასა დავასხათ მშრალ ინგრედიენტებს და მოვზილოთ ცომი. დაველოდოთ ცომის ამოსვლას, რომელიც 2-3 ჯერ მაინც უნდა გაიზარდოს მოცულობაში.
საფეხური

2

ამასობაში მოვამზადოთ კრემი.
ცალკე ავთქვიფოთ კვერცხის გულები შაქართან და სახამებელთან ერთად, დავასხათ წანასწარ გაცხელებული რძე. ეს ყველაფერი დავაბრუნოთ ქვაბში და მოვხარშოთ კრემი. როცა მასა გასქელდება, გადმოვდგათ ცეცხლიდან და ჩავამატოთ კარაქი და ფსტის პასტა. კარგად მოვურიოთ და გავაციოთ. მოხმარებამდე ავთქვიფოთ მიქსერით.
საფეხური

3

ამოსული ცომი გავაბრტყელოთ და ამოვჭერათ სამკუთხედი ფორმები, წავუსვათ კრემი და დავახვიოთ. მზა კრუასანები დავალაგოთ საცხობ ტაფაზე ერთმანეთისგან 5სმ დაშორებით და ვაცადოთ ოდნავ ამოსვლა, რომ უფრო ფუმფულა გამოვიდეს. ცხობის წინ ძალიან თხლად წავუსვათ კვერცხის გული და 25 წუთის განმავლობაში გამოვაცხოთ 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში. კრუასანები მზადაა, როდესაც მიიღებენ მოყავისფრო ოქროსფერს.
სერვირება

4

გემრიელად მიირთვით შეგრილებულ მდგომარეობაში.
Comments
Most Recent