ფუგასი - პროვანსული პური

მომზადების დრო
60+ წუთი
სირთულე
საშუალო
კალორიები
250-500 კალორია
საჭმლის ტიპი
სტარტერი


უხდება
ბორჯომის ლიმონათი ტარხუნა

ინგრედიენტები
ულუფა :
ფქვილი
63 გრამი
მშრალი საფუარი
1.25 გრამი
ზღვის მარილი
1.25 გრამი
თბილი წყალი
40 მილილიტრი
ზეითუნის ზეთი
1.25 გრამი
ხახვი
0.25 თავი
როზმარინი
1.25 გრამი
საფეხური

1

ჯამში აურიეთ ფქვილი, საფუარი და მარილი, ფქვილში გააკეთეთ ღრმული, ჩაასხით წყალი და 2 ს.კ ზეთი.
მოზილეთ ცომი. ცომის გუნდა უნდა გახდეს ელასტიკური და ხელზე არ უნდა გეკრობოდეთ, დაასხით 1 ს კ ზეთი, კარგად გადაანაწილეთ მთელ ზედაპირზე, დააფარეთ ნაჭერი და დადგით თბილ ადგილას ასაფუებლად 1-2 საათი.
საფეხური

2

ხახვი დაჭერით წვრილად და შეაწითლეთ 1 ს.კ ზეთში, დაუმატეთ 2 გრ როზმარინი.
აფუებული ცომი გააბრტყელეთ ხელით, დაიხმარეთ ფქვილი, ჩადეთ გულში მოთუშული ხახვი და კარგად გადაზილეთ.
მიეცით ოვალური ფორმა, იმუშავეთ თითებით, საბრტყელებელს ნუ გამოიყენებთ.
საფეხური

3

ცომი გადაიტანეთ საცხობ ფირფიტაზე, რომელსაც წინასწარ მოაყრით ფქვილს ან დააფენთ საცხობ ქაღალდს.
გადააფარეთ ნაჭერი და დატოვეთ 20-30 წუთით.
საფეხური

4

გააცხელეთ ღუმელი 200 გრადუსზე. ცომს დაასხით 1 ს.კ ზეთი და თითებით ჩაჭყლიტეთ ალაგ-ალაგ, მოაყარეთ ზღვის მარილი და როზმარინი, შეგიძლიათ ჩაჭრათ დანით და მისცეთ სასურველი ფორმა.
გამოაცხვეთ 20-30 წუთი.
სერვირება

5

მიირთვით თბილი.
Comments