• გასტრო გიდი

    შეფები

    რჩევები

    რეცეპტები

  • ბორჯომი კერძებთან

  • GEO

ფინიკის ნამცხვარი

მე ვარ ნინო, პროფესიით ფინანსისტი, ბევრი წელი ამ პროფესიით ვიმუშავე კიდეც. ტკბილეულის მომზადება ბავშვობიდან მიყვარს, დიდი ხნის მანძილზე ეს საქმიანობა ჩემი ჰობი იყო, შემდეგ კი გადავწყვიტე პროფესიად მექცია და მალევე ჩავაბარე საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემიაში, შეფ კონდიტერის კურსზე.
კურსის დასრულების შემდეგ, ვმუშაობდი რამდენიმე ცნობილ სასტუმროსა თუ საკონდიტროში, საბოლოოდ კი, მეგობართან ერთად გავხსენი საკონდიტრო „ჩიზქეიქერი“, სადაც ჩიზქეიქების და სხვადასხვა დესერტების დიდი არჩევანია წარმოდგენილი.

ასევე ვარ კულინარიის აკადემიის ლექტორი, სადაც მზარეულის პროგრამის სტუდენტებს ვასწავლი საკონდიტრო ნაწარმის მომზადების ტექნოლოგიას. - ნინო გუგეშაშვილი

 

ფინიკის ნამცხვარი

მომზადების დრო

60+ წუთი

სირთულე

საშუალო

კალორიები

250-500 კალორია

საჭმლის ტიპი

დესერტი

ბორჯომის ლიმონათი მსხალი
ბორჯომის ლიმონათი მსხალი

უხდება

ბორჯომის ლიმონათი მსხალი

ნინო გუგეშაშვილი

რეცეპტის ავტორი

ნინო გუგეშაშვილი

ფინიკის ნამცხვარი

ინგრედიენტები

ფინიკი (გარჩეული, წვრილად დაჭრილი)

300 გრამი

ფორთოხლის ცედრა

2 ცალი

ფორთოხლის წვენი

180 მილილიტრი

კვერცხი

3 ცალი

ზეთი

180 მილილიტრი

ყავისფერი შაქარი

150 გრამი

ფქვილი

350 გრამი

გამაფხვიერებელი

10 გრამი

თხილი

50 გრამი

ნიგოზი

50 გრამი

დაფქული დარიჩინი

1 ჩაის კოვზი

კოჭა დაფქული

1 ჩაის კოვზი

კრემისთვის:

კრემ ყველი (სასურველია მარილიანი)

200 გრამი

ნაღები (35%)

100 მილილიტრი

შაქრის პუდრი

50 გრამი

დეკორისთვის:

ფინიკი, ოთხად დაჭრილი

50 გრამი

ნუშის ფანტელი

30 გრამი

საფეხური

droplet

1

chef

მომზადების ტექნოლოგია: ღუმელი გავახუროთ 160 გრადუსზე

საფეხური

droplet

2

chef

ფქვილი, გამაფხვიერებელი, კოჭა, დარიჩინი, დაცეხვილი თხილი და ნიგოზი მოვათავსოთ ერთად.

საფეხური

droplet

3

chef
კვერცხი და ყავისფერი შაქარი მოვათავსოთ ცალკე თასში, გავთქვიფოთ მსუბუქად მიქსერით ან ხელის სათქვეფით, დავამატოთ ფორთოხლის წვენი და ცედრა, შემდეგ ზეთი, ბოლოს კი, წინასწარ მომზადებული მშრალი ინგრედიენტების ნარევი.

საფეხური

droplet

4

chef
მიღებული მასა გადავიტანოთ 19-20 სმ დიამეტრის ფორმაში და გამოვაცხოთ 160 გრადუსზე, 60 წუთის განმავლობაში. მზაობა შევამოწმოთ ხის ჩხირით.

საფეხური

droplet

5

chef
როდესაც კარგად გაცივდება, გადავუსვათ კრემი და მოვრთოთ დაჭრილი ფინიკით და ნუშის ფანტელით

სერვირება

droplet

6

chef
სერვირება: გემოს გასამდიდრებლად, დამატებით შეგიძლიათ გამოიყენოთ კარამელის სოუსი.

Comments

Most Recent

ნავიგაცია

  • გასტრო გიდი
  • ბორჯომი კერძებთან

ლინკები

  • გახდი ბორჯომის დისტრიბუტორი
  • უკუკავშირი

Developed By Leavingstone

Developed By Leavingstone