• გასტრო გიდი

    შეფები

    რჩევები

    რეცეპტები

  • ბორჯომი კერძებთან

  • GEO

ფალაფელის ბურგერი

ყველაფერი ბავშვობიდან დაიწყო, მომწონდა და მიყვარდა კერძებისა და დესერტების მომზადება. შეიძლება ითქვას, რომ ჩემი კულინარიისადმი სიყვარული ბავშვობიდან დღემდე, გენეტიკის ბრალია, რადგან მამა მზარეული მყავდა.
კულინარია ნამდვილი პროფესია გახდა იმ დღიდან, როდესაც საქართველოს კულინარიის აკადემიაში შევდგი ფეხი. თავდაპირველად გავიარე კონდიტერის პროფესიული კურსი, შემდეგ გავაგრძელე მზარეულის პროფესიაზეც. დასრულების შემდეგ იყო არა ერთი რესტორანი და საკონდიტრო. ვაფასებ და მიყვარს გავლილი თითოეული ნაბიჯი, რადგან დიდი გამოცდილება შემძინა. მაბედნიერებს ის წამები, როცა ჩემს მომზადებულ კერძს თუ დესერტს გემრიელად აგემოვნებენ. ჩემს კულინარიულ საქმიანობაში დიდი ადგილი უჭირავს ვეგეტარიანულ სამზარეულოს, კერძოდ, რესტორან ლეილაში, სადაც ამჟამად ვმასპინძლობ არა მხოლოდ ქართველ სტუმრებს, არამედ ბევრ უცხოელ ტურისტს. - გოგოლიძე აზა
 

ფალაფელის ბურგერი

მომზადების დრო

30-60 წთ

სირთულე

საშუალო

კალორიები

500+ კალორია

საჭმლის ტიპი

მთავარი კერძი

აზა გოგოლიძე

რეცეპტის ავტორი

აზა გოგოლიძე

ფალაფელის ბურგერი

ინგრედიენტები

მუხუდო

300 გრამი

ხახვი

1 თავი

კვერცხი

1 ცალი

ლიმონი

1 ცალი

ოხრახუში

50 გრამი

პიტნა

10 გრამი

ნიორი

3 კბილი

ტაჰინი

50 გრამი

დაღერღილი წიწაკა

1 მწიკვი

საფანელი

200 გრამი

ტკბილ-ცხარე სოუსი

100 გრამი

არაჟანი

150 გრამი

დიჟონის მდოგვი

10 გრამი

პომიდორი

1 ცალი

სალათის ფოთოლი

6 ცალი

ბურგერის პური

5 ცალი

საფეხური

droplet

1

chef

წინასწარ დამბალი მუხუდო, ოხრახუში, პიტნა, ნიორი, ხახვი ერთად გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, დავუმატოთ კვერცხი, ლიმონის წვენი, ტაჰინი, დაღერღილი წიწაკა, 100 გ საფანელი, მარილი გემოვნებით.

საფეხური

droplet

2

chef
ყველაფერი ერთად კარგად გადავურიოთ. გავაკეთოთ 100 გრამიანი ბურთები, მივცეთ მრგვალი, ბრტყელი კატლეტის ფორმა, ამოვავლოთ დარჩენილ საფანელში და მოვათავსოთ საყინულეში 30 წუთი. შემდეგ შეგვიძლია გავახუროთ ტაფა, დავასხათ ბლომად ზეთი და შევწვათ ორივე მხრიდან.

საფეხური

droplet

3

chef
სერვირებისთვის არაჟანი და დიჟონის მდოგვი ავურიოთ. ბურგერის პურს წავუსვათ ტკბილ-ცხარე სოუსი, დავადოთ სალათის ფურცელი, შემწვარი ფალაფელი, პომიდორი, არაჟნის სოუსი და პური.

სერვირება

droplet

4

chef
გემრიელად მიირთვით!

Comments

Most Recent

ნავიგაცია

  • გასტრო გიდი
  • ბორჯომი კერძებთან

ლინკები

  • გახდი ბორჯომის დისტრიბუტორი
  • უკუკავშირი

Developed By Leavingstone

Developed By Leavingstone