დორადო ჯანჯაფილის ტკბილ-ცხარე სოუსით
ბრენდ-შეფი თორნიკე სახვაძე მილანურ ბისტრო გრაუნდ 84-ში გვმასპინძლობს.
“თითქმის რვა წელია ამ სფეროში ვარ, ჩემი პირველი სამუშაო ადგილი ლაუნჯ-რესტორანი აკადემია იყო, სადაც ნულიდან დავიწყე ყველაფერი. მალევე გავხდი შეფ გიორგი სარაჯიშვილის სუ-შეფი და დღემდე ერთად ვმუშაობთ სხვადასხვა პროექტზე.
კარიერის ყველაზე ხანგრძლივი პერიოდი ბროტმაისტერს უკავშირდება, ეს იყო პირველი ქსელური კომპანია, სადაც ვიმუშავე აღმასრულებელ შეფად.
ამჟამად ჩემი ძირითადი საქმიანობა მოიცავს კვების ობიექტებისთვის კონსულტაციის გაწევას, მენიუების შედგენას, სამზარეულოს აწყობას და შემდგომ კონტროლს, მასტერკლასების ჩატარებას. მომავალში ვგეგმავ თანამედროვე ქართული სამზარეულოს საზღვრებს გარეთ გატანას.”

მომზადების დრო
0-30 წთ
სირთულე
საშუალო
კალორიები
250-500 კალორია
საჭმლის ტიპი
მთავარი კერძი


უხდება
ბორჯომის მინერალური წყალი