• გასტრო გიდი

    შეფები

    რჩევები

    რეცეპტები

  • ბორჯომი კერძებთან

  • GEO

დარიჩინის ხვეულები კენკრით


“სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ მალევე გავემგზავრე ლონდონში, სენტ მარტინის კოლეჯში. სწავლის პერიოდში გავდიოდი სტაჟირებას ბრენდ TATA-NAKA-ში. ლონდონიდან ჩამოსვლის შემდგომ თბილისში დაარსდა ქართული მოდის კვირეული, სადაც მივიღე მონაწილეობა ჩემი ახალშექმნილი ბრენდით ATELIER INFORMAL, რომელიც დავაარსე მეგობართან ერთად 2007 წელს. 2012 წელს ატელიე ინფორმალი დაიშალა, მაგრამ  მე გავაგრძელე ინფორმალის ხაზი და ვაწარმოებ ხელმისაწვდომი ტანსაცმლის ხაზს. ამავე წელს დავაარსე ბრენდი ელოში ELOSHI. ამჟამად მაქვს ონლაინ მაღაზია www.eloshi.ge  და სახელოსნო. ბრენდით “ელოში” იმოსება არაერთი ცნობილი მსახიობი, მოდელი თუ მომღერალი როგორიცაა ჯიჯი ჰადიდი, პრიანკა ჩოპრა, კეიტი პერი…
პანდემიის დროს, სახლში ყოფნისას გამომიჩნდა ბევრი თავისუფალი დრო და კულინარიისთვისაც მოვიცალე. დარიჩინის ხვეულები ჩემი ოჯახის საყვარელი დესერტია, ბოლო დროს ხშირად ვაკეთებ სხვადასხვა ვარიაციით” - ლელა ელოშვილი, დიზაინერი
 

დარიჩინის ხვეულები კენკრით

მომზადების დრო

60+ წუთი

სირთულე

საშუალო

კალორიები

250-500 კალორია

საჭმლის ტიპი

დესერტი

ლელა ელოშვილი

რეცეპტის ავტორი

ლელა ელოშვილი

დარიჩინის ხვეულები კენკრით

ინგრედიენტები

რძე

1 ჭიქა

კვერცხი

2 ცალი

ფქვილი

2 ჭიქა

შაქარი

6 სუფრის კოვზი

მარილი

1 მწიკვი

კარაქი

180 გრამი

საფუარი

2.5 ჩაის კოვზი

ყავისფერი შაქარი

100 გრამი

დარიჩინი

60 გრამი

კენკრა

150 გრამი

კრემ-ყველი

100 გრამი

შაქრის პუდრი

100 გრამი

ვანილის ექსტრაქტი

1 /2 ჩაის კოვზი

კენკრის წვენი

2 სუფრის კოვზი

რძე

1 სუფრის კოვზი

საფეხური

droplet

1

chef

თბილ რძეში ჩავასხათ დამდნარი კარაქი (80 გ), დავამატოთ საფუარი და შაქარი, მოვურიოთ და დავდგათ ფერმენტაციისთვის 10 წუთი. შემდგომ დავამატოთ კვერცხი და ფქვილი, მოვურიოთ კარგად, რომ შეიქმნას ერთიანი, რბილი მასა. Საჭიროების შემთხვევაში ვამატებთ ½ ჭიქა ფქვილს.

საფეხური

droplet

2

chef
ცომი მოვათავსოთ ზეთწასმულ ჯამში, დავაფაროთ ნაჭერი და 1 საათის განმავლობაში ვაცადოთ ამოსვლა.

საფეხური

droplet

3

chef
ცომი გავაბრტყელოთ, მივცეთ მართკუთხა ფორმა და წავუსვათ ოთახის ტემპერატურის კარაქი (100 გ), შევურიოთ ერთმანთს დარიჩინი და შაქარი, მოვაყაროთ კენკრასან ერთად, გადავახვიოთ რულეტად და დავჭრათ თანაბარ ნაჭრებად.

საფეხური

droplet

4

chef
გავანაწილოთ საცხობ ყალიბში და დავტოვოთ ასაფუებლად კიდევ 10-15 წუთით. გამოვაცხოთ 30-40 წუთი წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე.

საფეხური

droplet

5

chef
ჯერ კიდევ თბილ ფუნთუშებს მოვასხათ კრემ-ყველის კრემი - კრემ-ყველი, ვანილი, შაქრის პუდრი, კენკრის წვენი და რძე ავთქვიფოთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

სერვირება

droplet

6

chef
გემრიელად მიირთვით!

Comments

Most Recent

ნავიგაცია

  • გასტრო გიდი
  • ბორჯომი კერძებთან

ლინკები

  • გახდი ბორჯომის დისტრიბუტორი
  • უკუკავშირი

Developed By Leavingstone

Developed By Leavingstone