დაბუღული ქათამი
ქართულ კულინარიაში ქათმის ბევრი კერძია, ყველა ძალიან გემრიელი, მაგრამ არცერთი ასეთი განსხვავებული.
წარმოიდგინეთ კერძი, რომელიც აერთიანებს ლიმონის ეთერზეთების სურნელს, ტარხუნის მცენარეულ სუსხს, ნაღების რძიან არომატს, დაბრაწული ქათმის გემოს და სოკოს კრისტალურ ესენციას.
ქართული წვნიანებიდან ეს და ჩაქაფული აბსოლუტური ჩემპიონები არიან. ერთ რამეს ვაღიარებ,დაბუღული ქათმის ჩემებური ვარიანტი შთაგონებულია ფრანგული ფრიკასეთი, მაგრამ, გარწმუნებთ, აქ არაფერია ისეთი, რაც საქართველოში არ მოიპოვება, ან არ არის ქართული კულინარიის ნაწილი.

მომზადების დრო
60+ წუთი
სირთულე
რთული
კალორიები
250-500 კალორია
საჭმლის ტიპი
მთავარი კერძი


უხდება
ბორჯომის მინერალური წყალი