ჭვიშტარის ნაირსახეობა

მომზადების დრო
30-60 წთ
სირთულე
საშუალო
კალორიები
250-500 კალორია
საჭმლის ტიპი
სტარტერი


უხდება
ბორჯომის ლიმონათი მსხალი

ინგრედიენტები
იმერული ყველი
250 გრამი
სულგუნი
250 გრამი
სოდა
15 გრამი
მაწონი
800 მილილიტრი
რძე
130 მილილიტრი
კვერცხი
2
ფქვილი
200 გრამი
სიმინდის ფქვილი
350 გრამი
საფეხური

1

მიუხედავად მჭადისა და ღომისა, სიმინდის ფქვილს, არც თუ ისე დიდი გამოყენება აქვს ქართულ კულინარიაში.
სიმინდის პური ნაკლებად ცნობილია, მაგრამ სოფელ კურძუში კეთდება სიმინდის ხაჭაპური, რომელიც ძალიან გავს სიმინდის პურს. გაკეთება მარტივია, გემო ძალიან სასიამოვნო.
ეს კერძი მშვენიერია მეგობრების წრეში საცმუცნაოდ.
საფეხური

2

ორივე ფქვილი გაცერით ღრმა ჭურჭელში, ათქვიფეთ კვერცხი და შეურიეთ ფქვილი.
შემდეგ ნელნელა შეურიეთ მაწონი და რძე, ისე რომ ცომი იყოს დაახლოებით ხაჭაპურის და მჭადის ცომების კონსისტენციის შუალედური.
მოზილეთ მინიმუმ 10 წუთი, რაც ხორბლის ფქვილს მისცემს წებოგვარად გააქტიურების უნარს და ცომს ცოტათი წელვადს გახდის. ცომი გაყავით ორ თანაბარ ნაწილად.
საფეხური

3

არც სულგუნი და არც იმერული ყველი არ უნდა იყოს ჭყინტი, რაც შეიძლება მშრალი და მკვრივი.
დასრისეთ ორივე ყველი ხელით, პარალელურად კეცს ან ტაფას წაუსვით თხელი ფენა ზეთი, ჩააფინეთ ნახევარი ცომი შიგნით, მოაყარეთ ყველი და ცომის მეორე ნაწილით გადაფარეთ.
საფეხური

4

მოათავსეთ ღუმელში, 230 გრადუსზე 23 წუთით, მანამ სანამ გარსი არ გახდება მუქი ოქროსფერი.
თუ ღუმელი არ გინდათ, მაშინ ტაფაზე, 10 წუთი ერთ მხარეს 10 წუთი მეორე მხარეს.
სერვირება

5

გამზადებულ კერძს მოაჭრით თავს, დაამტვრევთ ნაწილებად და ჩააწობთ ყველიან გულში.
გემრიელად მიირთვით.
არ დაგავიწყდეთ, მძიმე საკვების შემდეგ - ბორჯომი!
Comments