ჩირბულის წვნიანი
მე ვარ მარიამი, თუმცა ყველა კარამელს მეძახის და ამ სახელით მიცნობენ ძირითადად.
ვარ სხვადასხვა საკვები ობიექტის მარკეტინგისა და სოციალური მედიის მენეჯერი / კონტენტ კრეატორი. ასე მოვახერხე ჩემი საქმის და ჰობის გაერთიანება: ძალიან მიყვარს კულინარია და უფრო მეტად, ლამაზი და გემრიელი კერძებისთვის ფოტოებისა და ვიდეოების გადაღება. ყოველთვის ვცდილობ, გარშემომყოფი ადამიანების ცხოვრებაში სიფერადე და პოზიტივი შევიტანო და ასევე ვიქცევი ჩემს რეცეპტებშიც: ყველა ჩემი კერძი არის ერთმანეთზე ფერადი და განსხვავებული; ვცდილობ დავხვეწო ვეგეტარიანული მიმართულება და ვგეგმავ ამ მიმდინარეობის ბლოგის გაკეთებას, სადაც ჯანსაღთან ერთად, მინდა ისეთი რეცეპტები გამოვაქვეყნო, სილამაზითა და ვიზუალით რომ დაიპყრობს თქვენს გულებს.
ტრადიციული აჭარული კერძის ჩირბულის ჩემეული ინტერპრეტაცია მინდა გაგიზიაროთ, იმედი მაქვს ისიამოვნებთ.

მომზადების დრო
30-60 წთ
სირთულე
საშუალო
კალორიები
250-500 კალორია
საჭმლის ტიპი
სტარტერი


უხდება
ბორჯომის მინერალური წყალი