ჭარხლის სალათი ჟოლოთი

მომზადების დრო
30-60 წთ
სირთულე
საშუალო
კალორიები
0-250 კალორია
საჭმლის ტიპი
სტარტერი

ინგრედიენტები
ულუფა :
1
ჭარხალი
150 გრამი
ქინძი
7.5 გრამი
მწვანე ხახვი
2.5 გრამი
ნიორი
0.5 კბილი
ჟოლო
175 გრამი
ლიმონი
1.5 ცალი
დაღერღილი წიწაკა
0.5 გრამი
სეზამის მარცვალი
1 გრამი
საფეხური

1

გარეცხილი ჭარხალი მოვათავსოთ ქვაბში და დავდგათ დაბალ ცეცხლზე მოსახარშად. ასევე გავრეცხოთ ჟოლო და მცირე ოდენობის წყალთან ერთად წამოვადუღოთ, გავწუროთ და დავუმატოთ მარილი და პილპილი გემოვნებით. ქინძი და მწვანე ხახვი დავჭრათ წვრილად. ნიორი დავნაყოთ ცალკე, ხოლო ლიმონისგან ავიღოთ მხოლოდ ცედრა.
საფეხური

2

ლიმონის სოუსისთვის წამოვადუღოთ ლიმონის წვენი, დავამატოთ მარილი და პილპილი გემოვნებით, ცოტაოდენი კარაქი და ფქვილი კი იმისთვის, რომ წვენი შესქელდეს.
მოხარშული ჭარხალი გავასუფთავოთ და დავჭრათ სასურველ ფორმებად.
წავუსვათ ნიორი, გავაფორმოთ ლიმონის ცედრით, სეზამის მარცვლით, ჟოლოს სოუსით და ლიმონის სოუსით.
სერვირება

3

გასაფორმებლად შეგიძლიათ სოუსი მოათავსოთ ჭარხლის ამოჭრილ გულში.
გემრიელად მიირთვით!
Comments
Most Recent