ჩაქაფუტლეტი

მომზადების დრო
30-60 წთ
სირთულე
საშუალო
კალორიები
250-500 კალორია
საჭმლის ტიპი
მთავარი კერძი


უხდება
ბორჯომის ლიმონათი მანდარინი

ინგრედიენტები
ულუფა :
1
შერეული ფარში (საქნლის და ღორის ხორცი)
250 გრამი
ტარხუნა
0.25 კონა
მწვანე ხახვი
0.25 კონა
კვერცხი
1 ცალი
ნიორი
0.5 კბილი
თეთრი ღვინო
50 მილილიტრი
მწვანე ტყემლის საწებელი
მარილი და პილპილი
საფეხური

1

პირველ რიგში, წვრილად დაჭერით მწვანილები (ტარხუნის შემთხვევაში მხოლოდ ფოთლები). შერეული ფარში გემოვნებით შეკმაზეთ მარილით და პილპილით, შეურიეთ მწვანილი, დაჭყლეტილი ნიორი, 1-2 სუფრის კოვზი მწვანე ტყემლის საწებელი, კვერცხი და კარგად გადაზილეთ.
საფეხური

2

მიღებულ მასას მიეცით სასურველი ზომის ბურთის ფორმები (უმჯობესია ბურთები იყოს ცოტა მოზრდილი, რომ შეწვის დროს არ გამოშრეს). ტაფაზე მოასხით ზეთი და ხორცის ბურთების შეწვა დაბალ ცეცხლზე, თავდახურულ მდგომარეობაში დაიწყეთ. დაახლოებით 2-3 წუთის შემდეგ, მოხადეთ თავსახური, ცეცხლს მოუმატეთ და ბურთები ყველა მხრიდან შეწვით.
საფეხური

3

როდესაც შეატყობთ, რომ ხორცი შეიწვა, თეთრი მშრალი ღვინო მოასხით და 1-2 წუთით თავდახურულ მდგომარეობაში დატოვეთ ცეცხლზე.
იმისთვის, რომ ეს კერძი გემრიელად მიირთვათ, თეფშზე პირველ რიგში მოასხით მწვანე ტყემლის სოუსი (გემოვნებით), შემდეგ ზედ მოათავსეთ „ჩაქაფუტლეტები“ და ბოლოს, მოასხით ტაფაზე დარჩენილი ღვინის სოუსი!
საფეხური

4

გახსოვდეთ, „ჩაქაფუტლეტის“ თითოეული ლუკმა ამ სამივე ელემენტს უნდა მოიცავდეს!
სერვირება

5

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ახალ, განხვავებულ და უგემრიელეს ქართულ კერძთან!
Comments
Most Recent