• გასტრო გიდი

    შეფები

    რჩევები

    რეცეპტები

  • ბორჯომი კერძებთან

  • GEO

ჭახრაკინის გულიანი აჩმა

“დავიბადე მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანში, აქვე დავამთავრე სკოლა, 2006 წელს სწავლა დავაგრძელე საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში, ხოლო 2009 წლიდან თბილისის სასულიერო სემინარიაში. 2017 წლიდან მეგობრების დაჟინებული თხოვნით დავიწყე კულინარიის სიღრმისეულად შესწავლა, პირველად ახალი პროფესიით კომპანია GMP-ში დავიწყე მუშაობა, შემდეგ კიდევ იყო პატარა სამუშაო ისტორიები, რაზეც არ ღირს საუბარი, ჩემი ცხოვრების მთავარ მიღწევად ვთვლი ჩემს ბოლო სამსახურს უკრაინაში, ქალაქ კიევში, ყველაზე წარმატებულ ქართულ პროექტში მონაწილეობას, სადაც თითქმის ოთხი წელი ვიყავი რესტორან “შოთის” აღმასრულებელი შეფი.
ომის დაწყების შემდეგ დროებით მომიწია სამშობლოში დაბრუნება. ახლა დედასთან ერთად ვატარებ ექსპერიმენტებს და დღეს წარმოდგენილი კერძიც ამ ექსპერიმენტის შედეგია. მადლობა ბორჯომის გასტრონომიულ გიდს მუხრანში სტუმრობისთვის.” - ალექსანდრე ბაინდურაშვილი, შეფ მზარეული.
 

ჭახრაკინის გულიანი აჩმა

მომზადების დრო

60+ წუთი

სირთულე

რთული

კალორიები

250-500 კალორია

საჭმლის ტიპი

მთავარი კერძი

ბორჯომის ლიმონათი მანდარინი
ბორჯომის ლიმონათი მანდარინი

უხდება

ბორჯომის ლიმონათი მანდარინი

ალექსანდრე  ბაინდურაშვილი

რეცეპტის ავტორი

ალექსანდრე ბაინდურაშვილი

ჭახრაკინის გულიანი აჩმა

ინგრედიენტები

ფქვილი

300 გრამი

კვერცხი

3 ცალი

მარილი

1 მწიკვი

კარაქი

100 გრამი

ყველი

1 კილოგრამი

ჭარხლის ფოთოლი

300 გრამი

კამა

30 გრამი

ქინძი

40 გრამი

მწვანე ხახვი

100 გრამი

მარილი

5 გრამი

კვერცხის გული

1 ცალი

საფეხური

droplet

1

chef

ცომის მოსამზადებლად ფქვილის ჭაში (ფქვილს ემატება მწიკვი მარილი) ჩაალაგეთ კვერცხი, მოზელა დაიწყეთ ცენტრიდან კვერცხის და ფქვილის გაზავებით, ნელ ნელა დაამატეთ ფქვილი გვერდებიდან, ზილეთ ვიდრე ერთგვაროვან, ელასტიკურ ცომს არ მიიღებთ.

საფეხური

droplet

2

chef

შეფუთეთ გრინში და დაასვენეთ მაცივარში 30-60 წუთით.

საფეხური

droplet

3

chef

სანამ ცომი ისვენებს მოამზადეთ გულსართი - გახეხეთ ყველი. წვრილად დაჭერით მწვანილები, მოაყარეთ მარილი და რამდენიმე წუთის შემდეგ კარგად გაწურეთ ზედმეტი სითხისგან.

საფეხური

droplet

4

chef

მწვანილის მასა შეურიეთ ყველს. გაადნეთ კარაქი.

საფეხური

droplet

5

chef

გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსზე.

საფეხური

droplet

6

chef

მოზრდილი ქვაბით აადუღეთ წყალი, დაუმატეთ ცოტაოდენი მარილი. საცხობ ყალიბს ან კეცს წაუსვით დამდნარი კარაქი. დიდ ჯამში ჩაასხით ცივი წყალი და ჩაყარეთ ყინული.

საფეხური

droplet

7

chef
ცომი გაყავით სამ თანაბარ გუნდად. გააბრტყელეთ პასტის საბრტყელებლით ან ხელით თხელ ფენებად, თითო ჯერზე მოხარშეთ თითო ცომი.

საფეხური

droplet

8

chef
წამოდუღებიდან 3 წუთში ამოიღეთ თუშფალანგით და ჩადეთ ყინულიან წყალში, კარგად მოურიეთ, რომ არ შეწებდეს. ცომი საჭიროებისამებრ გაჭერით მაკრატლით, რომ მიიღოთ 6 ფენა.

საფეხური

droplet

9

chef
მოხარშული ცომი გადაიტანეთ ყალიბში და გადაუსვით დამდნარი კარაქი. ყველის და მწვანილის მასა გადაანაწილეთ მეორე, მეოთხე და მეხუთე ფენებში. ხოლო კარაქი გადაუსვით ყოველ ფენას. ბოლო, მეექვსე ფენა ცომს წაუსვით ცოტაოდენ წყალში გაზავებული კვერცხის გული. გამოაცხვეთ 40 წუთი ან ვიდრე ზედაპირი ოქროსფრად არ შეიფერება.

სერვირება

droplet

10

chef
გემრილად მიირთვით!

Comments

Most Recent

ნავიგაცია

  • გასტრო გიდი
  • ბორჯომი კერძებთან

ლინკები

  • გახდი ბორჯომის დისტრიბუტორი
  • უკუკავშირი

Developed By Leavingstone

Developed By Leavingstone