• გასტრო გიდი

    შეფები

    რჩევები

    რეცეპტები

  • ბორჯომი კერძებთან

  • GEO

ბრიოში მანდარინის სოუსით და ბაზილიკის ზეთის ნაყინით

“მე ვარ ალექსანდრა კორენევიჩი, კულინარი. მე მიზიდავს სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობის დროს აღმოჩენილი ტრადიციული კერძების გადმოტანა ქართულ რეალობაში. ჩემთვის დამახასიათებელია ყოველი კერძის მომზადების დროს აზიური შტრიხის შემოტანა”. 

“მე ვარ თამარ ოსაძე, შეფ-კონდიტერი. 
კულინარია ჩემთვის არის ის დარგი, სადაც შემიძლია ვიგრძნო ესთეტიკა, ძალაუფლება და შემოქმედება. მე მიტაცებს  სხვადასხვა კულტურებიდან წამოსული რეცეპტების გარდაქმნა”. 

ჩვენი კოლაბორაცია შედგა მასტერშეფის მეშვეობით და ეს დესერტი არის ჩვენი პირველი საერთო ქმნილება, მაგრამ არა ბოლო. გაზაფხულისთვის ჩვენ შემოგთავაზებთ დაუვიწყარ ვახშამს, სადაც სრულყოფილად გამოვავლენთ ჩვენს კულინარიულ და საკონდიტრო ნიჭს.

ბრიოში მანდარინის სოუსით და ბაზილიკის ზეთის ნაყინით

მომზადების დრო

60+ წუთი

სირთულე

რთული

კალორიები

250-500 კალორია

საჭმლის ტიპი

დესერტი

ბორჯომის ლიმონათი მანდარინი
ბორჯომის ლიმონათი მანდარინი

უხდება

ბორჯომის ლიმონათი მანდარინი

ბრიოში მანდარინის სოუსით და ბაზილიკის ზეთის ნაყინით

ინგრედიენტები

ცომი

ფქვილი

250 გრამი

შაქარი

30 გრამი

საფუარი

7 გრამი

მარილი

5 გრამი

რძე

75 მილილიტრი

კარაქი

62 გრამი

კვერცხი

2 ცალი

კრემი

კვერცხის გული

120 გრამი

რძე

500 მილილიტრი

შაქარი

120 გრამი

სახამებელი

48 გრამი

კარაქი

40 გრამი

ჟელატინი

7 გრამი

ნაღები

400 გრამი

ვანილი

5 გრამი

ლიმონჩელო

50 გრამი

ნაყინი

კვერცხის გული

3 ცალი

რძე

250 მილილიტრი

ნაღები

250 მილილიტრი

მარილი

1 მწიკვი

შაქარი

45 გრამი

ბაზილიკის ზეთი

მილილიტრი

აზოტი

მანდარინის სოუსი

მანდარინის კანი

100 გრამი

მანდარინის წვენი

200 მილილიტრი

შაქარი

50 გრამი

სიმინდის სახამებელი

1 ჩაის კოვზი

ჩიფსი

საფეხური

droplet

1

chef

მანდარინის  სოუსის მომზადება: ვხარშავთ მანდარინის კანს ცოტაოდენ წყალში. 

საფეხური

droplet

2

chef

ვადუღებთ, ვამატებთ მანდარინის წვენს და ვაბლენდერებთ. შემდეგ ვცრით ამ მასას, ვაბრუნებთ ქვაბში, ვამატებთ შაქარს.

საფეხური

droplet

3

chef

 მიგვყავს წამოდუღებამდე კიდევ ერთხელ და ვამატებთ ცოტა წყალში გახსნილ სიმინდის სახამებელს, ვადუღებთ რამდენიმე წუთი. ვინახავთ მაცივარში გამოყენებამდე.

საფეხური

droplet

4

chef

ცომის მომზადება: ყველა ინგრედიენტს ვათავსებთ თასში, ვზელთ 8 წუთი რომ გაერთიანდეს მასა. 
შემდეგ ვამატებთ კარაქის კუბებს და ვზელთ იქამდე, სანამ ცომი არ გახდება ელასტიკური, პრიალა და ერთგვაროვანი.

საფეხური

droplet

5

chef

1 საათი ვაჩერებთ შეფუთულ მდგომარეობაში რომ ზომა გაორმაგდეს და შემდეგ გადაგვაქვს მაცივარში, ვაყოვნებთ მთელი ღამე. გამოყენების წინ გამოვიღოთ მაცივრიდან, დავჭრათ სასურველ ზომებად და დავტოვოთ ოთახის ტემპერატურაზე, რომ ცომი კიდევ გაორმაგდეს ზომაში. შემდეგ, კი ვწვავთ 180 გრადუსზე გახურებულ ზეთში.

საფეხური

droplet

6

chef

კრემი დიპლომატის მომზადება: კვერცხის გულს, სახამებელს და შაქარს ვურევთ ერთმანეთში. ვაცხელებთ რძეს და ვასხამთ კვერცხის მასას, ვაბრუნებთ კვლავ ცეცხლზე და ვხარშავთ, სანამ კრემი არ გახდება პრიალა. ცხელ მდგომარეობაში ვუმატებთ კარაქს, ლიმონჩელოს და ჟელატინს კარგად ვურევთ და ვინახავთ მაცივარში. კარგად რომ გაცივდება, გავთქვიფოთ გაპრიალებამდე და გადავურიოთ ამოყვანილი ნაღები.

საფეხური

droplet

7

chef

ნაყინის მომზადება: კვერცხის გულები და შაქარი ავურიოთ ერთმანეთში გავაცხელოთ რძე და დავასხათ კვერცხის მასას, მოვურიოთ და დავაბრუნოთ ცეცხლზე, ვურიოთ ინტენსიურად, რომ კვერცხი არ აიჭრას. პირველივე წამოდუღებისას, მოვხსნათ ცეცხლიდან, გადმოვიტანოთ სუფთა ჭურჭელში, დავუმატოთ ბაზილიკის ზეთი და შევდოთ მაცივარში. ცოტა რომ შეგრილდება ვამატებთ აზოტს.

სერვირება

droplet

8

chef

ვიწყებთ თეფშის გაფერადებას მანდარინის სოუსით, შემდეგ ბრიოში, ჩაჭრილი და ავსებული კრემით. ვადებთ ნაყინს, მოვრთავთ მარილიანი პროშუტოს ჩიფსებით. ზემოდან კი, სურვილისამებრ, მსხლის ნაჭრის ჩიფსი.

Comments

Most Recent

ნავიგაცია

  • გასტრო გიდი
  • ბორჯომი კერძებთან

ლინკები

  • გახდი ბორჯომის დისტრიბუტორი
  • უკუკავშირი

Developed By Leavingstone

Developed By Leavingstone