ბოსტნეულის სპრინგ როლი

მომზადების დრო
30-60 წთ
სირთულე
საშუალო
კალორიები
0-250 კალორია
საჭმლის ტიპი
აპეტაიზერი

ინგრედიენტები
ფქვილი
125 გრამი
სიმინდის სახამებელი
60 გრამი
წყალი
270 მილილიტრი
მარილი
0.25 ჩაის კოვზი
წითელი ბულგარული წიწაკა
1 ცალი
მწვანე ბულგარული წიწაკა
2 ცალი
ყვითელი ბულგარული წიწაკა
1 ცალი
სტაფილო
1 ცალი
ხახვი
1 თავი
ნიორი
1 თავი
ყაბაყი
1 ცალი
ქინძი
1 კონა
მწვანე ხახვი
1 კონა
სოიოს სოუსი
100 მილილიტრი
საფეხური

1

ფქვილი, მარილი და სახამებელი ჩაყარეთ ჯამში, დაასხით წყალი და კარგად მოურიეთ. გაატარეთ საცერზე, რომ ცომის ბურთები არ დარჩეს, შემდეგ დაუმატეთ ზეთი და 30 წუთი დაასვენეთ.
საფეხური

2

ბოსტნეული დაჭერით სასურველი ზომის ნაჭრებად და მოშუშეთ თანმიმდევრობით - ჯერ სტაფილო, შემდეგ ხახვი, ყაბაყი, ბულგარულები და მწვანილი. ბოლოს დაამატეთ სოიოს სოუსი და ნიორი (შეგიძლიათ ჯინჯერი ან ხვა, სასურველი სუნელიც დაამატოთ).
საფეხური

3

შეგრილებული ბოსტნეული გადაახვიეთ ბლინებში და შეწვით დიდი რაოდენობის ზეთში.
სერვირება

4

მიირთვით სოიოს ან სხვა სასურველ სოუსთან ერთად.
Comments