• გასტრო გიდი

    შეფები

    რჩევები

    რეცეპტები

  • რესტოგიდი

    რესტორნები

  • ბორჯომი კერძებთან

  • გასტრონომიული ღონისძიებები

ბატკნის კარე ტრიუფელის დემი-გლასით და ტომატის მარმელადით

ეს კერძი — მარტინის სტილის კვინტესენციაა: მარტივი ინგრედიენტები, კარტოფილი, პომიდორი და ცხვრის ხორცი,  მაგრამ მომზადებულია ისე, რომ ერთი შეხედვით ამოცნობა შეუძლებელია. ბატკნის ხორცის კარე ძირას, ზღვის მარილის, შავი პილპილის და ქინძის ნარევში, იწვება ღია ცეცხლზე თანაბრად შეწითლებამდე და შემდეგ  კონვექციურ ღუმელში სრულად მომზადებამდე.  გვერდით — ერბოში  ოქროსფერ შეფერილობამდე გამომცხვარი კარტოფილი, უზბეკური ვარდისფერი პომიდვრისგან დამზადებული პომიდვრის მარმელადი პიტნით და ძირით და ჩირი პომიდვრის «გვირგვინი». ფინალი —ტრიუფელის დემი-გლასი, რომელიც 24 საათის განმავლობაში იხარშება ბატკნის ძვლებზე წითელ ღვინოსთან და ტრიუფელის ზეთის რამდენიმე წვეთთან ერთად.

ბატკნის კარე ტრიუფელის დემი-გლასით და ტომატის მარმელადით

მომზადების დრო

60+ წუთი

სირთულე

რთული

კალორიები

500+ კალორია

საჭმლის ტიპი

მთავარი კერძი

ბორჯომის მინერალური წყალი
ბორჯომის მინერალური წყალი

უხდება

ბორჯომის მინერალური წყალი

მარტინი

რეცეპტის ავტორი

მარტინი

ბატკნის კარე ტრიუფელის დემი-გლასით და ტომატის მარმელადით

ინგრედიენტები

ბატკნის ხორცის კარე

200 გრამი

კარტოფილი

120 გრამი

სატაცური

50 გრამი

ტომატები

200 გრამი

კარაქი

20 გრამი

ზეითუნის ზეთი extra virgin

50 გრამი

ზღვის მარილი

2 გრამი

შავი პილპილი

2 გრამი

ერბო

50 გრამი

შავი ტრიუფელის პასტა

სოუსისთვის

ტრიუფელის ზეთი

სოუსისთვის

ბატკნის ძვლები

სოუსისთვის

ტომატის პასტა

სოუსისთვის

წითელი ღვინო

სოუსისთვის

ყვითელი ხახვი

სოუსისთვის

სტაფილო

სოუსისთვის

დაფნის ფოთოლი

სოუსისთვის

წიწაკის მარცვლები

სოუსისთვის

საფეხური

droplet

1

chef

ბატკნის ძვლები შეწვით ღუმელში ოქროსფერ შეფერილობამდე. დაუმატეთ ტომატ-პასტა და დააბრუნეთ ღუმელში კიდევ 20 წუთით. დაასხით წითელი ღვინო. გადაიტანეთ ქვაბში, დაუმატეთ ხახვი, სტაფილო, ოხრახუში და დაფნის ფოთოლი. დაასხით ცივი წყალი და ხარშეთ დაბალ ცეცხლზე 24 საათის განმავლობაში. ხარშეთ მოცულობის  ⅓ მიღებამდე, გადაწურეთ და კვლავ შეამცირეთ მოცულობა მესამედით. სუფრაზე მიტანის წინ დაუმატეთ კარაქი და ტრიუფელის პასტა. 

საფეხური

droplet

2

chef

ვარდისფერი უზბეკური პომიდორი დაჭერით კუბიკებად და მოშუშეთ ღრმა ტაფაში ნიორთან და პიტნასთან ერთად დაბალ ცეცხლზე, მუდმივად ურიეთ, სითხის ამოშრობამდე. დაუმატეთ მარილი, პილპილი და ძირა, ათქვიფეთ ბლენდერში და დაუმატეთ კარაქი. თხლად დაჭერით ქლიავისებრი პომიდორი, მოასხით ზეითუნის ზეთი და ზღვის მარილი. გაახმეთ ღუმელში 35-45°C-ზე, ხრაშუნა ტექსტურის მიღებამდე.

კარტოფილი დაჭერით 2,5 სმ დიამეტრის და 1 მმ სისქის რგოლებად. გადაიტანეთ მოათავსეთ 15 სმ დიამეტრის ერბოთი წასმულ ტაფაზე და შეწვით საშუალო ცეცხლზე ორივე მხრიდან ოქროსფერ-ყავისფერ შეფერილობამდე. გაფცქვენით სატაცური, მოხარშეთ მდუღარე წყალში არაუმეტეს 3 წუთისა და გაამშრალეთ. 


საფეხური

droplet

3

chef

შეურიეთ ზღვის მარილი, ძირა, შავი პილპილი და ქინძი. შეწვამდე 3-4 წუთით ადრე შეაზილეთ მკერდის ნაჭერს. შეწვით ღია ცეცხლზე ყველა მხრიდან, სანამ თანაბრად არ შეიბრაწება. გამოცხობა დაასრულეთ კონვექციურ ღუმელში 185°C-ზე — 8 წუთის განმავლობაში. გააჩერეთ 4 წუთი. თეფშზე: სოუსის ფენა, კარტოფილი, ტომატის მარმელადი  პომიდვრის ჩირის «გვირგვინით», ცენტრში ბატკნის ხორცი, გვერდით სატაცური. 

სერვირება

droplet

4

chef

მიართვით თბილ თეფშზე. უშუალოდ მიტანის წინ სოუსი გააცხელეთ, დაუმატეთ ტრიუფელის პასტა, კარაქი და ტრიუფელის ზეთი.

კომენტარები

Most Recent

ნავიგაცია

  • ხშირად დასმული კითხვები
  • ჩვენს შესახებ
  • პერსონალური მონაცემების დამუშავება
  • წესები და პირობები

ლინკები

  • გახდი ბორჯომის დისტრიბუტორი
  • უკუკავშირი

Developed By Leavingstone

Developed By Leavingstone