• გასტრო გიდი

    შეფები

    რჩევები

    რეცეპტები

  • ბორჯომი კერძებთან

  • GEO

ბადრიჯანი შავი მოცხარით

ქართული გასტრო კულტურა სავსეა სამარხვო და ვეგეტარიანული კერძებით. უცხოელი სტუმრები გიჟდებიან ამ კერძებზე და მათ მრავალფეროვნებაზე, მაგრამ ქართველისთვის ეს ყველაფერი კარგად ნაცნობია. ბევრისთვის ზედმეტად ნაცნობიც კი. ვფიქრობ, პატარა დევიანტური გახალისების დროა.

ბადრიჯანი შავი მოცხარით

მომზადების დრო

30-60 წთ

სირთულე

მარტივი

კალორიები

250-500 კალორია

საჭმლის ტიპი

სტარტერი

ლუკა ნაჭყებია

რეცეპტის ავტორი

ლუკა ნაჭყებია

ბადრიჯანი შავი მოცხარით

ინგრედიენტები

ულუფა :

1

წიწიბურის ღვივები

10 გრამი

ზეითუნის ზეთი

75 მილილიტრი

ნიორი

5 გრამი

ორეგანო

5 გრამი

ლიმონი

50 გრამი

შავი მოცხარი

60 გრამი

ბადრიჯანი

150 გრამი

საფეხური

droplet

1

chef

ვიღებთ ბადრიჯანს, ვჭრით ნახევრად, ისე, რომ მივიღოთ ჯიბე, რომელშიც ჩავდებთ ყველაფერ არომატულს, რომ ბადრიჯნის დეპრესიულად ერთგვაროვანი გემო ცოტათი მაინც გავახალისოთ.
შიგნით ვდებთ გასრესილ ნიორს, ვაყრით მარილს და ვდებთ ლიმონის კანგაცლილ თხელ ნაჭრებს (ნაჭრები იმდენად უნდა იყოს კანგაცლილი რომ თეთრი გარსი საერთოდ არ შეყვეს.
თეთრი ნაწილი თუ შეყვა გემოს კი არ გაახალისებს, არამედ ისე გაამწარებს, რომ გასინჯვის შემდეგ 1 საათი ვერაფრის გემოს იგრძნობთ). დავაყოვნებთ 30 წუთით, მაცივარში.

საფეხური

droplet

2

chef
გულსართის მთავარი კომპონენტი შავი მოცხარია, მაგრამ, გარდა შავი მოცხარისა, ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ მოცვი. მას სხვა გემო აქვს, მაგრამ მაინც სძენს კერძს კომპლიმენტარულ არომატს. მოცხარს შევურიოთ ორეგანოს ფოთლები და მოვათავსოთ ბადრიჯანის ჯიბეში, მოვასხათ ზეითუნის ზეთი, გარედანაც შევზილოთ მარილი და გავახვიოთ ფოლგაში. კერძი გამოვაცხოთ ღუმელში 180 გრადუსზე 30 წუთის განმავლობაში. სერვირებისთვის კერძი გადმოვიტანოთ თეფშზე, და მოვაყაროთ წიწიბბურის ღვივები.

სერვირება

droplet

3

chef

წიწიბურის ღვივების ნუ შეგეშინდებათ, სასიამოვნო არომატის მქონეა, ცოცხალი გემოთი და თუ ისე მოხდა, რომ საერთოდ ვერ იშოვეთ, ეგეც არაუშავს, ისევ თავშავას, იგივე ორეგანოს ფოთლებით შეიგიძლიათ გაახალისოთ თეფში.
იმ სიტუაციასაც განვიხილავთ, რომელშიც თავშავაც არ გვაქვს ცოცხალ მდგომარეობაში, ამ შემთხვევაში ვიყენებთ გამომშრალ ორეგანოს, მაგრამ იცოდეთ, კულინარიის ღმერთებისთვის ეს მკრეხელობაა.

Comments

Most Recent

ნავიგაცია

  • გასტრო გიდი
  • ბორჯომი კერძებთან

ლინკები

  • გახდი ბორჯომის დისტრიბუტორი
  • უკუკავშირი

Developed By Leavingstone

Developed By Leavingstone