• გასტრო გიდი

    შეფები

    რჩევები

    რეცეპტები

  • რესტოგიდი

    რესტორნები

  • ბორჯომი კერძებთან

  • გასტრონომიული ღონისძიებები

აჭარული ხაჭაპური

აჭარული ხაჭაპური — ეს არ არი უბრალოდ ცომეული. ეს არის საფუარის ცომისგან დამზადებული ოქროსფერი ნავი ხრაშუნა კიდეებით, შიგნით — გამდნარი ყველი. ნაზი იმერული ყველი ღეჭვად შეღებილ სულუგუნთან ერთად, ხოლო ცენტრში კი უმატებენ კაშკაშა კვერცხის გულს. გვერდებში დნება კარაქის ნაჭერი, რაც შიგთავსს უფრო რბილს და მდიდრულს ხდის. მიართმევენ ხის დაფაზე  — ცხელ-ცხელს, პირდაპირ ღუმელიდან.

აჭარული ხაჭაპური

მომზადების დრო

30-60 წთ

სირთულე

საშუალო

კალორიები

500+ კალორია

საჭმლის ტიპი

მთავარი კერძი

აჭარული ხაჭაპური

ინგრედიენტები

საფუარის ცომი

170 გრამი

შიგთავსი (იმერული ყველი + სულგუნი)

140 გრამი

კარაქი

20 გრამი

კვერცხის გული

1 ცალი

ფქვილი

20 გრამი

საფეხური

droplet

1

chef

საფუარის ცომი გააბრტყელეთ ოვალურ ფორმაზე. კიდეები შემოკეცეთ და ორივე მხრიდან მოუჭირეთ, მაღალი გვერდების ნავის ფორმის მისაცემად — ასე შიგთავსი არ გადმოვა ცხობის დროს. 

საფეხური

droplet

2

chef

ნავი შეავსეთ იმერული და სულუგუნის ყველის  ნარევის შიგთავსით. ყველი გახეხეთ ან დააქუცმაცეთ, აურიეთ — პროპორციები გემოვნების მიხედვით, თუმცა სულუგუნი მას ღეჭვად ტექსტურას სძენს, იმერული ყველი კი — ნაზ მარილიანობას. 

გამოაცხვეთ წინასწარ გახურებულ პეჩში ან ღუმელში ცომის გამოცხობამდე და ყველის ბოლომდე გადნობამდე — დაახლებით 15–20 წუთი. ცომი ოქროსფერი უნდა გახდეს, კიდეები კი — ხრაშუნა. 

ცხელი ხაჭაპური გამოიღეთ ღუმელიდან. ყველის ტბის ცენტრში ფრთხილად მოათავსეთ კვერცხის გული, კიდეებზე — კარაქის ნატეხები. მიართვით მაშინვე ხის დაფაზე, რომელზეც დაფენილია პერგამენტის ქაღალდი. 

სერვირება

droplet

3

chef

მიართვით მაშინვე — ცხელ-ცხელი. ჭამამდე კვერცხის გული და კარაქი შეიზილება პირდაპირ გამდნარ ყველში. მიირთმევენ ხრაშუნა კიდეების მოტეხვით და შიგთავსში ამოვლებით. 

კომენტარები

Most Recent

ნავიგაცია

  • ხშირად დასმული კითხვები
  • ჩვენს შესახებ
  • პერსონალური მონაცემების დამუშავება
  • წესები და პირობები

ლინკები

  • გახდი ბორჯომის დისტრიბუტორი
  • უკუკავშირი

Enhanced by

Enhanced by