ვახშმების სერია ბორჯომისგან

Happening 24-26 სექტემბერი

uploads/11-01-adeefe68.png
uploads/restogidi-1-cdc371b4.jpg
uploads/restogidi-4-e5435286.jpg

ავთენტური გასტრონომიული გამოცდილება და შეფ-მზარეულების შთაგონება

„ბორჯომის“ პროექტი „რესტოგიდი“ გასტრონომიისა და ახალი გემოების აღმოჩენის მოყვარულებისთვის შეიქმნა. პლატფორმის მიზანია ადამიანებს გააცნოს საინტერესო რესტორნები, შეფ-მზარეულები და კულინარიული სივრცეები, რომლებიც გამორჩეულ გამოცდილებას ქმნიან. „რესტოგიდი“ „ბორჯომის“ მიერ შექმნილი პირველი საერთაშორისო გასტრონომიული პორტალის — „გასტრო გიდის“ ფარგლებში ჩამოყალიბდა და ხაზს უსვამს ბრენდის მჭიდრო კავშირს თანამედროვე კვების კულტურასთან.

პროექტის ფარგლებში სხვადასხვა ლოკაციაზე ტარდება გასტრონომიული შეხვედრები, რაც მომხმარებლებს ახალი ადგილების აღმოჩენაში ეხმარება. ვახშმების სერია 24 სექტემბერს Rooms Hotel-ში დაიწყო, სადაც „რესტოგიდის“, როგორც რესტორნების ციფრული გზამკვლევის პრეზენტაცია შედგა. 25 სექტემბერს ღონისძიებამ რესტორან Weller-ში გადაინაცვლა, სადაც საღამოს კონცეფცია სიმბოლურად სამცხე-ჯავახეთს — რეგიონს, სადაც „ბორჯომი“ მოიპოვება — დაუკავშირდა. სერია 26 სექტემბერს რესტორან „რესპუბლიკაში“ დასრულდა, სადაც შეფ-მზარეულმა ირაკლი ასათიანმა სტუმრებს ტრადიციული ქართული კერძების თანამედროვე ინტერპრეტაცია და მრავალფეროვანი მენიუ წარუდგინა.

„რესტოგიდი“ არის სივრცე მათთვის, ვისაც უყვარს გასტრონომია, ახალი სივრცეების აღმოჩენა და სურს გახდეს იმ კულინარიული თავგადასავლების ნაწილი, რომლებსაც „ბორჯომი“ და მისი პარტნიორები ქმნიან.

გალერეა

კომენტარები